You are currently viewing თქვენ წარმატებულ განათლებას ბიდისი აკადემია უზრუნველყოფს.

თქვენ წარმატებულ განათლებას ბიდისი აკადემია უზრუნველყოფს.

დავასრულე საექთნო საქმის ონლაინ კურსი ბიდისი აკადემიის თბილისის ფილიალში.

შემთხვევით, ინტერნეტის საშუალებით გავეცანი ინფორმაციას ბიდისი აკადემიის შესახებ.

შემდეგ მითითებულ ნომერზე დავუკავშირდი აკადემიის ხელმძღვამელს ქ. ნათიას. მან ძალიან გულისხმიერად და დაწვრილებით გამაცნო პირობები აკადემიაში სწავლების შესახებ. დავინტერესდი,მომეწონა და გავაფორმე ხელშეკრულება.

ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის მოსმენილი ლექციები, ამომწურავი პასუხების გაცემით, ლექტორის მიერ ჩემს დასმულ ყველა კითხვაზე.

ყველა ლექცია იყო ერთმანეთზე საინტერესო,რამაც კიდევ უფრო გამიღრმავა ინტერესი უფრო მეტი ინფორმაცია მომეპოვებინა ამა თუ იმ სამედიცინო საკითხის შესახებ.

ჩემთვის პირადად, გადახდის გრაფიკი იყო ხელსაყრელი, მოსახერხებელი და მოქნილი,რისთვისაც მადლობას ვუხდი ბიდისის ადმინისტრაციას.

ამჯამად ვარ იმ ეტაპზე, როცა აკადემიის მიერ შემოთავაზებულ სტაჟირებაზე უნდა წავიდე და მივიღო უკვე პრაქტიკული განათლება.

მინდა ვუთხრა მომავალ აპლიკანტებს, მოიძიონ ინფორმაცია ბიდისი აკადემიის შესახებ, დაიწყონ სწავლა სწორედ აქ და ისინი ნამდვილად იქნებიან თავიანთი ცოდნით კმაყოფილნი.

ამ ყველაფერს ბიდისი აკადემია უზრუნველყოფს.

ნანა ესიაშვილი