You are currently viewing ვსწავლობდი თბილისის ფილიალში. დავამთავრე ბიზნესის ადმინისტრირების შემსწავლელი კურსი.ინფორმაცია მივიღე სოციალური ქსელიდან.

ვსწავლობდი თბილისის ფილიალში. დავამთავრე ბიზნესის ადმინისტრირების შემსწავლელი კურსი.ინფორმაცია მივიღე სოციალური ქსელიდან.

მიღებული ცოდნით კმაყოფილი ვარ და მიმაჩნია, რომ გამომადგება ჩემს ბიზნეს საქმიანობაში.

ნასწავლიდან გამომდინარე შევცვლიდი და გავაუმჯობესებდი ჩემს ხედვებს ბიზნეს მენეჯმენტის მიმართულებით.

სასწავლო პროცესი იყო საინტერესო, მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი.

კურსის ხელმძღვანელი გვეხმარებოდა ყველანაირად, გაგვეგო სასწავლო მასალა მნიშვნელოვნად და გაგვეთვითცნობიერებინა ყოველი ახსნილი გაკვეთილი.

ძალიან კმაყოფილი ვარ ადმინისტრაციით, პოზიტიური გარემოთი და სასწავლო

ლექტორმა მოგვცა საშუალება დაგვეფიქსირებინა ჩვენი შეხედულებები, დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში, რაც მნიშვნელოვნად დამეხმარა საბოლოო და სწორი აზრის ჩამოყალიბებაში. ლექტორის პოზიტიურმა და დადებითმა საქციელებმა განაპირობა ის, რომ სწავლის პროცესი უფრო მეტად შემეცნებითი და ადვილად გასაგები იყო.

 ჩემთვის პირადად კურსის ხარისხს შევაფასებდი მაღალი დონით, რადგან იყო ბევრი ხელისშემწყობი ფაქტორები, რაც გამოიხატებოდა კონკრეტული კურსის უფრო მეტად გააზრებაში, გათვითცნობიერებაში.

დისტანციური სწავლების შემთხვევაშიც ვიტყოდი იგივეს, რომ კურსი იყო ადვილად გასაგები.

კურსის ფორმატი შეიცავდა სხვადასხვა აქტივობებს, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ჩემს განვითარებას ბიზნეს მენეჯმენტის კურსის მიმართულებით.

სწავლის გადასახადი პირადად ჩემთვის იყო ხელსაყრელი, რადგან მომეცა უფლება მესარგებლა ჩემზე მოქნილი გადახდის გრაფიკით.

მიმაჩნია რომ სასწავლებელმა გაამართლდა ის მოლოდინები, რაც მქონდა კურსის დასაწყისშივე.

ვინც ბიდისი აკადემიაში აპირებს სწავლას ვეტყოდი, რომ სწავლის პროცესი არის ძალიან საინტერესო, შემეცნებითი, არის პოზიტიური გარემო და ვურჩევ ყველას, ვისაც სურს კონკრეტული კურსების გავლა მოვიდეს ბიდისი აკადემიაში.