You are currently viewing ვსწავლობდი ბიდისი აკადემიის თბილისის ფილიალში, დავამთავრე ბიზნეს ადმინისტრირების კურსი

ვსწავლობდი ბიდისი აკადემიის თბილისის ფილიალში, დავამთავრე ბიზნეს ადმინისტრირების კურსი

თქვენი აკადემიის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით მივიღე.

სასწავლებელმა უზრუნველყო მაქსიმალური ცოდნის გაცემა, შესაბამისად ძალიან კმაყოფილი ვარ.

შევისწავლე მენეჯმენტის სრული და ამომწურავი კურსი. გავაუმჯობესე, აღოვაჩინე ჩემი შესაძლებლობები და უნარები. შევცვალე ჩემი განათლების დონე, შევცვალე ჩემი თვისებები უკეთესობისკენ.

სასწავლო პროცესი იყო მაქსიმალურად ხარისხიანი და საინტერესო. ჩვენი ლექტორი სრულად იხარჯებოდა, რათა ჩვენთვის გადმოეცა მაქსიმალური ინფორმაცია კურსის შესახებ.

კურსის კოორდინატორზე შემიძლია ბევრი კარგი რამ ვთქვა. მაქსიმალური, დეტალური და მრავალფეროვანი ცოდნა გადმოგვცა კურსის შესახებ. უნიჭიერესი, უძლიერესი და პროფესიონალი თავის საქმიანობაში.

ადმინისტრაციის მომსახურეობით კმაყოფილი ვარ, ნებისმიერი ცვლილების და საჭიროების შემთვევაში ხდებოდა ჩვენი დროული ინფორმირება. მაქსიმალურად ითვალისწინებდნენ ჩვენს თხოვნებს.

ხელსაყრელი და მოქნილი იყო სწავლის გადასახადი, მე პირადად ვისარგებლე ჩვენზე მოქნილი გადახდის გრაფიკით.

ჩვენი ლექტორი ვაკო: საუკეთესოთა შორის საუკეთესო, მხიარული, გამგები, ყურადღებიანი, საუკეთესო ადამიანი, მისაბაძი პიროვნება და საამაყო ქართველი.

არასდროს არ უთქვამს საყვედური, პირიქით, მისგან ყოველთვის უდიდესი მოტივაცია მოდიოდა, სულ გვეუბნებოდა, რომ ყველაფერი გამოგვივიდოდა და ჩვენ აუცილებლად მივაღწევდით წარმატებას. აქვე ავღნიშნავ, რომ უდიდეს პატივს ვცემ, ვუსურვებ წარმატებებს და მადლობას ვუხდი გაწეული შრომისთვის.

კურსის ხარისხს ძალიან დადებითად შევაფასებ, იქიდან გამომდინარე, რომ 6 თვის მანძილზე კურსმა გასცა წარმოუდგენლად ბევრი და ხარისხიანი სწვალება.

დისტანციურად სწავლება რათქმაუნდა იყო ნაყოფიერი და ასევე მოხერხებული. ცოდნის და ინფორმაციის მიღების ხარისხი იყო ისეთივე, როგორც აუდიტორიული.

კურსი შეიცავდა როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ აქტივობებს.

სასწავლებელში გატარებული პერიოდი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო. გულწრფელად ვამბობ, რომ ამ 6 თვემ იმის გარდა, რომ შემძინა ცოდნა, გამახალისა და გამაბედნიერა. გავიცანი ასევე არაჩვეულებრივი ადამიანები (კურსელები; ლექტორები და ა.შ) თითოეულ მათგანს ვუსურვებ წარმატებებს.

ყველა ზემოთ აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე, სასწავლებელმა არათუ გაამართლა ჩემი მოლოდინები, არამედ გადააჭარბა. მადლობა ბიდისი აკადემიას და მისი გუნდის თითოეულ წევრს.

ვაპირებ და ვგეგმავ, მომავალში კვლავ ვისარგებლო სასწავლებლის სხვა პროგრამებით.

მათ, ვინც ბიდისი აკადემიაში აპირებს სწავლის დაწყებას ვეტყოდი, რომ ზუსტად იქ ხართ, სადაც უნდა იყოთ. დარწმუნებული ვარ, ბიდისი აკადემიაში მიღებული ცოდნა, სამომავლოდ თქვენი კარიერული წინსვლის გარანტი გახდება.

მიღებული ცოდნა აუცილებლად გამომადგება. დამეხმარება კარიერულ წინსვლაში და ჩემი ცხოვრების გაუმჯობესებაში. თქვენგან წაღებული ცოდნისთვის და თქვენი დაუღალავი შრომისთვის კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას.გისურვებთ წარმატებებს.