You are currently viewing ეს არის აკადემია, რომელიც განვითარების

ეს არის აკადემია, რომელიც განვითარების

ეს არის აკადემია, რომელიც განვითარების შესაძლებლობას გაძლევთ, თქვენთვის სასურველი მიმართულებით. მე პირადად, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს შესაძლებლობა გამოვიყენე. ვამთავრებ ვიზაჟის კურსს და არ შემიძლია არ აღვნიშნო, თბილი გარემო, პროფესიონალი პედაგოგები დალექტორები, ბიდისი აკადემიის საოცარი კოლექტივი. მე ძალიან კარგი პედაგოგი მყავს, უზომოდ კეთილი. ყოველთვის ცდილობდა, გასაგებად და დეტალურად გადმოეცა ინფორმაცია ჩვენთვის. თან რადგანაც, მე რუსულენოვანი ვარ, მას ორ ენაზე უწევდა ჩემთან კომუნიკაცია. პირველივე დღიდან საოცარი შთაბეჭდილებები დამიგროვდა. პრაქტიკებზე უამრავი სახალისო და სასაცილო რამ ხდებოდა, ატმოსფერო შესანიშნავია. ახლო პერიოდში ვაპირებ გავაგრძელო ეს საქმე და ვიზაჟის მიმართულებით დავსაქმდე. მადლობა ბიდისი აკადემიას, რომ ზრუნავს ადამიანების განათლებაზე.