You are currently viewing დღეს ერთი ადამიანის ოცნებაც ასრულდა

დღეს ერთი ადამიანის ოცნებაც ასრულდა

დღეს ერთი ადამიანის ოცნებაც ასრულდა და ლუკა ჯიჯელავა მისი კუთვნილი დიპლომის დასაუფლებლად მოვიდა ბიდისიში. ჩვენ კი ვეცადეთ, ცოტა რამ მაინც შეგვეტყო მისგან აკადემიის შესახებ, რომელთან ერთადაც მან ერთი წელი გაატარა.
-გამარჯობა ლუკა, გილოცავ კურსის წარმატებით დასრულებას და მინდა გაგვაცნო, რომელი კურსი გაიარე ბიდისი აკადემიაში?
-მადლობა, ეს თქვენი დამსახურებაა. ჩემს კურსს რაც შეეხება, მე გავიარე შეფ-მზარეულის კურსი, რომელსაც ხელმძღვანელობდა პედაგოგი და შეფ-მზარეული გოგა შაიაშვილი.
-რომ გაიხსენო, როგორ მიმდინარეობდა ლექცია-სემინარები?
-შეფი დეტალურ ინფორმაციას გვაწვდიდა ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, ყველაზე მეტად რაც მომწონს არის, ის რომ შეფსა და სტუდენტებს შორის ინტერაქციაა, რაც სტუდენტს გაძლევს საშუალებას ნებისმიერ თემაზე ჩაეკითხო, ჩაეძიო და მიიღო დეტალური შენთვის სასურველი ინფორმაცია. კითხვაზე ამომწურავი პასუხი, ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ შეფს ძალიან კარგი მიდგომა ჰქონდა მსმენელებთან, რაც გვიადვილებდა მასთან ურთიერთობას.
-რა მოლოდინი გქონდა და გაამართლა თუ არა აკადემიამ ეს მოლოდინები?
-მოლოდინს გადააჭარბა, არ მოველოდი ასეთ პროფესიონალიზმს. მე აქ ძალიან დიდი ცოდნა დავაგროვე.
-რას ურჩევდი მომავალ ბიდისელებს?
-მთავარია გქონდეთ სურვილი და მონდომება. დანარჩენი ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. მთავარია, რომ ბიდისი აკადემიაში შეიძენთ და მიიღებთ ინფორმაციას, რომელიც თქვენ წარმატებას აუცილებლად განსაზღვრავს.