You are currently viewing დისტანციურად ვსწავლობდი ოფის მენეჯმენტის კურსს თბილისის ფილიალში.

დისტანციურად ვსწავლობდი ოფის მენეჯმენტის კურსს თბილისის ფილიალში.

აკადემიის შესახებ ინფორმაცია ახლობლისგან მივიღე, ასევე ჩემი ინგლისურის მასწავლებლისგან.

ძალიან კმაყოფილი ვარ აკადემიისგან მიღებული ცოდნით.ბევრი რამ ვისწავლე, ჩემს თავს სხვა მხრიდან შევხედე.განათლების მიღების პროცესი იყო ხარისხიანი და საინტერესო.

რაც შეეხება კურსის კოორდინატორს, პროფესიონალია თავისი საქმის.ჩვენი ლექტორი გამგები, ჭკვიანი, პოზიტიური და თავმდაბალია.კურსის ხარისხი უმაღლესი დონის იყო.კურსის ფორმატი რათქმაუნდა შეიცავდა აქტივობებს, რაც იყო საინტერესო და ინფორმაციული.ასევე, საინტერესო და მოსახერხებელი იყო დისტანციური სწავლება.

სასწავლებელში გატარებული პერიოდი იყო პოზიტიური, საინტერესო.არაჩვეულებრივი სტუდენტებითა და ლექტორით.სწავლასთან დაკავშირებით ჩემი მოლოდინები გამართლდა.დიდი სიამოვნებით კვლავ ვისარგებლებდი სხვა პროგრამებით.

რათქმაუნდა, აუდიტორიაში ლექციის მოსმენა უფრო ეფექტურია, მაგრამ არანაკლებ ეფექტური იყო დისტანციური სწავლება.

ადმინისტრაცია კულტურული და პასუხისმგებლიანია.გადახდის გრაფიკი იყო მოსახერხებელი.

აკადემიაში ჩაბარების მსურველებს მინდა ვუთხრა, რომ დიდხანს არ უნდა იფიქროთ, რადგან აკადემია არის ის ადგილი, სადაც პროფესიონალური ცოდნის გარდა, შეხვდებით საინტერესო ადამიანებს, მოინახულებთ თბილ გარემოს.

მიღებული ცოდნა რათქმაუნდა გამომადგება,როგორც სამსახურში, ასევე ცხოვრებაში.