You are currently viewing გივი გოქაძე-ოფის მენეჯმენტის შემსწავლელი კურსის კურდამთავრებული.

გივი გოქაძე-ოფის მენეჯმენტის შემსწავლელი კურსის კურდამთავრებული.

დისტანციურად ვსწავლობდი ოფის მენეჯმენტის კურსს.ძალიან კმაყოფილი ვარ მიღებული ცოდნით.ვისწავლე მენეჯმენტის საფუძვლის ასპექტები და რისგან შედგება, გავაუმჯობესე ჩემი ხედვა კომპანიების ‘’შიდა სამზარეულოში’’, შევცვალე მიდგომები, კურსი ძალიან ხარისხიანი იყო.

ძალიან კარგი კოორდინატი მყავდა, ძალიან პოზიტიურია, კარგი გადმოცემის უნარი აქვს, აქცევს ყურადღებას როგორც აუდიტორიაში მყოფ სტუდენტებს ასევე ონლაინ სტუდენტებს.

ადმინისტრაციის მომსახურეობით ვარ კმაყოფილი, ორ სხვადასხვა კურსზე დავდიოდი და სწავლის გადასახადი გავანაწილეთ ეტაპებზე.

კარგი ლექტორია, სასიამოვნო იყო მასთან ამ კურსის გავლა.

მიუხედავად იმისა, რომ დისტანციურად ვსწავლობდი, არანაირი შეფერხება არ ყოფილა.ვგრძნობდი, თითქოს იქ ვიყავი.ბევრი ვისწავლე ამ პერიოდში.

კურსი შეიცავდა აქტივობებს, სტუდენტები ვიყოფოდით პატარა ჯგუფებად და განვიხილავდით სხვადასხვა ამოცანებსა და ქეისებს.

ჩემი მოლოდინი გაამართლა ამ სასწავლებელმა, დიდი სიამოვნებით ვისარგებლებ სხვა პროგრამებითაც ამ სასწავლებელში.

ძალიან კარგი და დახვეწილია ბიდისი აკადემია. თბილი ლექტორები ჰყავთ, ყველა მოსწავლეს სათითაოდ აქცევენ ყურადღებას. ადმინისტრაცია მაღალი დონის.

რათქმაუნდა გამომადგება ბიდისი-ში შეძენილი ცოდნა .