ბიდისი აკადემიაში დავამთავრე საექთნოს საქმის შემსწავლელი კურსი . აკადემიის შესახებ ინფორმაცია მოვიძიე ინტერნეტ სივრციდან.
მინდა აღვნიშნო ,აკადემიაში საექთნოს კურსის ლექტორის ქ.ნ.ქეთევან მერებაშვილის მიერ საინტერესოდ გადმოცემული თითოეული ლექციის შესახებ. რამაც განაპირობა ყოველი შემდეგი ლექციის პასუხისმგებლობით შესწავლა და დამოკიდებულება ახალი პროფესიისადმი .
აქვე აღვნიშნავ, აკადემიას თითოეული სტუდენტისადმი შექმნილი აქვს გადასახადების მოქნილი გრაფიკი. დაინტერესებული ვარ სტაჟირების პროგრამით, ამასთან დაკავშირებით შემოთავაზებები მრავალმხრივია. აკადემიაში მოსულ მსურველს ააქვს ასევე დასაქმების პერსპექტივა რაც ცალსახად საინტერესო და ყურადსაღებია. აკადემიაში გატარებულმა სასწავლო პროცესმა ჩემთვის გარკვეულწილად შთამბეჭდავი კვალი დატოვა ამ სფეროში.ეს ერთგვარად წინ გადადგმული ნაბიჯია ადამიანთა ზრუნვის,მათი სიცოცხლის შენარჩუნებისა და უშუალოდ,საკუთარ თავზე უდიდესი პასუხისმგებლობის აღების გამო.მინდა გითხრათ,ყოველივე ეს არ არის ადვილი,რთულია,როდესაც საქმე ეხება უშუალოდ ადამიანებისადმი ჩვენგან გაწეულ პირველად დახმარებას. სწორედ ამ გადაწყვეტილების მიღებაში, პროფესიის არჩევაში და შესაბამისი ცოდნის მიღებაში დამეხმარა ეს აკადემია.
გამართლებაა,მოხვდე ბიდისის აკადემიაში. სამომავლოდ ვგეგმავ ,კვლავ ვისარგებლო აკადემიის სხვა პროგრამით .მათ,ვისაც აქვს სურვილი,დაეუფლოს ნებისმიერ სფეროს,საქმიანობას,პროფესიას,გადადგით ნაბიჯი და აირჩიეთ ბიდისი.