ბიდისი აკადემიაში ბავშვთა ფსიქოლოგიის შემსწავლელ კურსს ვამთავრებ ონლაინ.
ჩემთვის ონლაინ სწავლება არის მოსახერხებელი, რადგან სწავლის პერიოდში დავსაქმდი სახელმწიფო ბაგა – ბაღში, აღმზრდელის თანაშემწის პოზიციაზე და ერთად ვახერხებ სწავლასა და მუშაობას.
ფსიქოლოგია, ზოგადად, ფაქიზი სფეროა და რაკი ბავშვებთან მაქვს შეხება, გადავწყვიტე გავიარო ინკლუზიური განათლების ზოგადი კურსიც ინდივიდუალურად, ისევ ბიდისიში და ისევ ქალბატონი ნინოს კურატორობით. რადგან ეს არის ლექტორი, რომელიც ზედმიწევნით ხსნის მასალას, არ ტოვებს უპასუხო კითხვებს და მოტივაციას გიმაღლებს.
მადლობელი ვარ აკადემიის რადგან გადასახადიც, სალექციო საათებიც, თემატიკაც მორგებულია მსმენელის ინტერესებზე.
ვურჩევ ყველას, ვისაც სწავლა სურს, არასდროს არის გვიან. ბიდისი ოცნებებს ასრულებს.
ნინო ურიგაშვილმა