ბიდისი აკადემიაშ ორი კურსი გავიარე. ერთი კულინარიის, მეორე საკონდიტროს განხრით. უსაყვარლესი პედაგოგები მასწავლიდნენ ამ პროფესიას: გოგა შაიაშვილი და მაიკო სხილაძე. მე ყოველთვის ვმუშაობდი ამ განხრით, თუმცა პროფესიულ დონეზე არ მქონდა შესწავლილი. ბიდისი აკადემიამ კი მომცა საშუალება საბაზისო და პროფესიონალურ დონეზე შემესწავლა, ახლა კი მაძლევს შანსს დავსაქმდე და ვაკეთო ის საქმე, რომელიც ყოველთვის მიყვარდა. ახლა უკვე სერტიფიცირებული კულინარი და კონდიტერი ვარ და ამისთვის დიდი მადლობა ეკუთვნის თითოეულ ადამიანს, პედაგოგებს, ადმინისტრაციას ბიდისის აკადემიაში, რომლებმაც ძალ-ღონე არ დაიშურეს. არ მეგონა, 30 წლის ასაკში თუ მომეცემოდა განვითარების შანსი, თუმცა ეს აზრი ბიდისი აკადემიამ გამოჩენისთანავე გამიქრო. ამ აკადემიაში არის ყველა რესურსი, ცოდნა, რომ მიაღწიო წარმატებას და გახდე შენი საქმის პროფესიონალი. მომავალ ბიდისელებს კი ვეტყოდი, რომ სწავლა არასოდესაა გვიანი, შეეცადონ აისრულონ მიზნები და ოცნებები. ბიდისი, ამის საშუალებას აძლევს თითოეულ ადამიანს.