You are currently viewing ამ კურსმა საკუთარი თავის განვითარებისთვის კიდევ ერთი ნაბიჯი გადამადგმევინა

ამ კურსმა საკუთარი თავის განვითარებისთვის კიდევ ერთი ნაბიჯი გადამადგმევინა

მე ვსწავლობდი საერთაშორისო განათლების აკადემია „ბიდისის“ თბილისის ფილიალში.  დავამთავრე ოფის მენეჯმენტის კურსი.

აკადემიის შესახებ გავიგე სოციალური ქსელიდან.

უპირველეს ყოვლისა მადლობა იმ შესაძლებლობისთვის, რაც თქვენმა აკადემიამ მომცა. ონლაინ სწავლების რეჟიმში მივიღე ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება. კურსი ძალიან ინფორმაციული იყო. სასწავლო პროცესი იყო ძალიან ხარისხიანი. დათქმულ დროს მიმდინარეობდა საგაკვეთილო პროცესი.

კურისის კოორდინატორი ყოველთვის იყო მზად ნებისმიერ საკითხზე დასახმარებლად. იყო ძალიან ყურადღებიანი.

ადმინისტრაცია დიდი ყურადღებით გამოირჩეოდა ნებისმიერ საკითხში. ძალიან ორგანიზებულია.სწავლის გადასახადი ჩემთვის ძალიან მოსახერხებელი იყო.

ლექტორი იყო თავის საქმის ენთუზიასტი. ის ცოდნა,რაც გააჩნდა მაქსიმალურად გაგვიზიარა. სიღრმისეულად და დეტალურად ხსნიდა ყველა საკითხს. არის  ძალიან კარგი ადამიანი. ყოველთვის მზად იყო დასახმარებლად და რჩევის მისაცემად.

კურსის განმავლობაში შევიძინე ცოდნა, რომელსაც სამომავლოდ კარგად გამოვიყენებ პრაქტიკაში. თეორიულმა და პრაქტიკულმა სამუშაოებმა ბევრი რამ მასწავლა. მომეწონა სასწავლო მასალის თანმიმდევრულობა. ვფიქრობ, ამ კურსმა საკუთარი თავის განვითარებისთვის კიდევ ერთი ნაბიჯი გადამადგმევინა.დისტანციური სწავლების მიუხედავად კურსი ძალიან ორგანიზებული და შემეცნებითი იყო,რადგან კურსი შეიცავდა სხვადასხვა აქტივობებს.

გარდა იმისა, რომ მივიღე ცოდნა, შევიძინე მეგობრები და გავიცანი ძალიან საინტერესო ადამიანები.

დისტანციური სწავლებიდან გამომდინარე, მოლოდინს გადააჭარბა. სურვილი მაქვს კიდევ შევისწავლო სხვა კურსები.

მეგობრულ და კომფორტულ გარემოში ვისაც სურს განათლების მიღება, უნდა შეუერთდეს „ბიდისის“.

ვფირებ, აკადემიაში მიღებული ცოდნა ძალიან გამომადგება სამომავლო საქმიანობაში.