You are currently viewing აკადემიამ ჩემი მოლოდინები სრულიად გამიმართლა.

აკადემიამ ჩემი მოლოდინები სრულიად გამიმართლა.

მე ვარ ნოდარ ჟიჟაშვილი. ბიდისი აკადემიის თბილისის ფილიალში დავასრულე კულინარიის სრული კურსი.

აკადემიის შესახებ ინფორმაცია გავიგე სოციალური ქსელის საშუალებით. ძალიან ბევრი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მივიღე ამ კურსის გავლით. შევისწავლე რაც ამ სფეროში გამომადგება და მივიღე დიდი გამოცდილება.

ძალიან კმაყოფილი ვარ შეფის, რომელიც არის უდაოდ თავისი საქმის პროფესიონალი და ასევე ადმინისტრაციის მომსახურეობით.

ბიდისი არის აკადემია ,სადაც გიხარია ყოველ ლექციაზე მისვლა.

მინდა ავღნიშო ასევე აკადემიაში გადახდის მსმენელზე მორგებული გრაფიკი, რომელიც ძალიან მოსახერხებელი იყო ჩემთვის.

აკადემიამ ჩემი მოლოდინები სრულიად გამიმართლა.

თითქმის ყველაფერი შევისწავლე რაც ეხებოდა სამზარეულოს.ასევე შევიძინე ახალი მეგობრები და გამიჩნდა კიდევ უფრო მეტი ინტერესი ამ სფეროსადმი

.მინდა ვუთხრა მათ, ვისაც სურს სწავლა მათთვის სასურველი პროფესიით ბიდისიში ნამდვილად მიიღებენ პროფესიულ ცოდნას და უნარებს სამომავლოდ წარმატებული მომავლისთვის….