You are currently viewing ავერსის კლინიკაში  დასაქმებული წარმატებული კურსდამთავრებული

ავერსის კლინიკაში დასაქმებული წარმატებული კურსდამთავრებული

-გვანცა, რომელი კურსი გაიარეთ ბიდისი აკადემიაში?

-პირველადი გადაუდებელი დახმარების სასერთიფიკატო კურსი გავიარე. წარმატებით დასრულების შემდეგ აკადემიამ სტაჟირებაზე გამიშვა 1 თვით, რეანიმაციულ განყოფილებაში, ავერსის კლინიკაში. სტაჟირების დასრულების შემდეგ ტესტირების საფუძველზე, ავერსის კლინიკამ ამიყვანა სამსახურში უმცროსი ექთნის პოზიციაზე, სადაც 1 წელია ვმუშაობ. ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ 1 წლიანი საექთნო საქმის სადიპლომო კურსი გამეარა ბიდისი აკადემიაში, რათა უფრო მეტად განვვითარდე და ეს საქმე უფრო მაღალ დონეზე შევისწავლო. რაც შეეხება ლექცია-სემინარებს, ყოველდღე საინტერესო ლექციები გვიტარდებოდა, რომელიც მეტ ცოდნას მაძლევდა. ყველაზე მეტად კი მომწონს, რომ დასაქმების პერსპექტივა არსებობს ბიდისიში და შანსი გაქვს, პროფესიონალურ დონეზე შეისწავლო შენთვის სასურველი პროფესია.

-როგორ შეაფასებ ბიდისი აკადემიას?

-ჩემი აზრით, ბიდისი აკადემიაში საოცარი და შესანიშნავი გარემოა. სიამოვნებით და ხალისით ვიღებდი ცოდნას და ვვითარდებოდი. რაც აქ მოვედი, ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა. ქ-ნ ქეთი, ჩემი პედაგოგი, რომელიც უზომოდ კეთილი, საკუთარი საქმის პროფესიონალი და, ამავდროულად, მომთხოვნია, სწორად და მიზანმიმართულად დებს საჭირო შრომას სტუდენტებში. მან ყველა სტუდენტს შეგვაყვარა სწავლა, მოგვცა სტიმული და თავდაჯერებულობა შეგვმატა, რაც ასე მნიშვნელოვანია დღეს სამყაროში. გჯეროდეს საკუთარი თავის, ნიშნავს გადადგა პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ. ქ-ნ ნათია, აკადემიის დამფუძნებელი არის პასუხისმგებლიანი, სამართლიანი ადამიანი, რომელიც უფლებას არ გაძლევს, ერთ ადგილზე გაჩერდე. მთელი ბიდისი აკადემიის პერსონალი საოცრად მზრუნველი და ყურადღებიანი ადამიანებით არის სავსე. მადლობა მათ, გაწეული შრომისთვის.

-სტაჟირებაზე მოგვიყევი, როგორ დაგხვდნენ და როგორი იყო სტაჟიორად ყოფნის ერთ დღე?

სხვათაშორის,ძალიან თბილად შემხვდნენ, პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ჩემს სწავლა-განვითარებას. მათ უდიდესი პრაქტიკული გამოცდილება აქვთ და ცდილობდნენ გაეზიარებინათ და ესწავლებინათ, როგორ უნდა გავმხდარიყავი კარგი ექთანი. სიმართლე გითხრათ, მუშაობა რომ არ დამეწყო, გული ამიცრუვდებოდა და დავისტრესებოდი, თუმცა ასე არ მოხდა და ამიტომაც დიდ მადლობას ვუხდი ბიდისი აკადემიას იმისათვის, რომ ძალიან სასიკეთო საქმეს აკეთებს. სტაჟირებაზე რომ წავედი, ესეც კი ბიდისი აკადემიის დამსახურებაა. ყოველთვის მსურდა, რომ ექთანი ვყოფილიყავი. ჩემი ბავშვობის ოცნება და სურვილი იყო, დავხმარებოდი ხალხს, გადამერჩინა მათი სიცოცხლე, ამის წარმოდგენაც კი უდიდეს სიხარულს მანიჭებდა და მაბედნიერებდა. რაც მთავარია, ბიდისი აკადემიამ მომცა საშუალება, ოცნება რეალობად მექცია. მომავალ ბიდისელებს კი ვეტყოდი, რომ ოცნებები ხდება და ბიდისი ამის საშუალებას თითოეულ მსმენელს აძლევს. მთავარია, მონდომება და სურვილი.