✅პანდემიის დროს მაშინ როდესაც ხალხი სახლში ჩაკეტილი, იზოლირებული პანიკაში ჩავარდა განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ემიგრანტებისთვის, მაგრამ ვფიქრობ ადამიანმა გამოსავალი უნდა იპოვო ნებისმიერ სიტუაციაში.
➡️სწორედ იმ პერიოდში ვიპოვე ფეისბუქზე საერთაშორისო განათლების აკადემიის შემოთავაზება ემიგრანტებისთვის, რომელმაც ჩემში უდიდესი სიხარული გამოიწვია.
😔 საკმაოდ პატარა ასაკში მომიწია ოჯახის შექმნა, სამწუხაროდ ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ გავაგრძელე სწავლა მიუხედავად ჩემი დიდი სურვილისა, მაგრამ არასოდეს არ არის სწავლა გვიან , ნამდვილად რომ ,,სწავლა სიბერემდეა” საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე, რადგან უკვე დიდი პრაქტიკა მქონდა გავლილი რატომღაც საექთნო კურსი ავირჩიე და დავიწყე სწავლა აქტიურად,
🕕მაშინ როდესაც იტალიის დროით დილის 6 საათზე მიწევდა ლექციაზე მოსმენა დიდი სიამოვნებით და ბედნიერი ვიწყებდი. ქალბატონი ქეთის ლექციები დილას მილამაზებდა, საოცრად ნიჭიერი და კარგი ადამიანი, იმდენად მომეწონა სწავლის პროცესი და დროთა განმავლობაში, როდესაც ფარმაკოლოგიაზე გადავედით მივხვდი რომ ეს ის სფეროა, რომელიც ძალიან მიყვარს და მაინტერესებს.
🌞 ამიტომ გადავწყვიტე გამეგრძელებინა სწავლა პარალელურად მეორე ფარმაციის კურსზე.
🎓წარმატებით ჩავაბარე საექთნოს კურსი და ასევე დავიწყე აქტიურად ფარმაციის კურსი ქალბატონ ლიასთან ერთად, მან კიდევ უფრო გამიძლიერა ამ პროფესიის სწავლის სურვილი, მისი განსაკუთრებული სწავლების მეთოდი მომეწონა და გამიჩნდა სურვილი სადიპლომოზე გამეგრძელებინა. 💼🎓
❤უღრმესი მადლობა თქვენ, რომ არსებობთ და ხელს გვიწყობთ განსაკუთრებით ემიგრანტებს, განსაკუთრებით მათ რომლებსაც გვქონდა სწავლის სურვილი და ეს საქართველოში ვერ შევძელით გარკვეული მიზეზების გამო ❣ თქვენი წყალობით ოცნებები ამიხდა,
🤭😄ეხლა რომ მკითხონ კორონამ რა დამიტოვა შემიძლია ვაღიარო, რომ სერთიფიკატები და დიპლომი ^_^ ✅გიპოვეთ საჭირო დროს არაჩვეულებრივი გუნდი რომლებიც ყველანაირად ხელს გვიწყობდით ემიგრანტებს ჩვენთვის შესაფერის და თავისუფალ დროს გვესწავლა, ისევ თქვენი დახმარებით ვაგრძელებ სწავლას სადიპლომოზე თუმცა იმდენი კარგი ფაკულტეტი გაქვთ კიდევ მაქვს სურვილი დაგიბრუნდეთ, მადლობა რომ არსებობთ და დამეხმარეთ ჩემი ოცნების ახდენაში შორს ჩემი ქვეყნიდან მაგრამ ჩვენ ეს შევძელით 👌🥰