ფარმაციის 6 თვიანი სასერთიფიკატო კურსი გავიარე და უზომოდ კმაყოფილი ვარ სწავლის და ცოდნის ხარისხით. კვირაში 2-ჯერ, ონლაინ გვიტარდებოდა ლექციები. უნდა აღვნიშნო, ლექტორის პასუხიმგებლობის გრძნობა, არცერთი გაკვეთილი არ გაუცდენია, მაქსიმალურად ცდილობდა დეტალური ინფორმაცია მოეწოდებინა ჩვენთვის. მე ძალიან თვითკრიტიკული ადამიანი ვარ. შიში მაქვს ხოლმე შევეჭიდო რთულ რაღაცებს. ბიდისი აკადემიაში სწავლამ კი მაგრძნობინა, რომ თურმე მეც შემიძლია ვაკეთო საქმე საფუძვლიანად და ხარისხიანად. ცდილობენ სტუდენტზე მორგებული გრაფიკი იყოს, მეგობრულები, ადამიანურები, სტიმულის მომცემი თითოეული ბიდისის პერსონალი. მათ მე გამაძლიერეს ფსიქოლოგიურად და, ამასთან ერთად, მოტივაცია ამიმაღლეს და გავაცნობიერე, რომ მე აკადემიაში საკუთარი საქმის პროფესიონალად ჩამოვყალიბდი.