რომა ცერცვაძე
დავასრულე გაყიდვების მენეჯმენტის შესწავლელი 2 თვიანი კურსი-დისტანციურად.
აღნიშნულ კურსზე ინფორმაცია მივიღე ინტერნეტის მეშვეობით.აკადემიაში მიღებული ცოდნით ძალიან კმაყოფილი ვარ,თამამად შეიძლება ითქვას,რომ
მოლოდინს გადააჭარბა.უმაღალესი ხარისხის განათლება მივიღე.ლექტორს-ვაკოს ძალიან დადებითად შევაფასებ,ნამდვილად თავისი საქმის პროფესიონალია,მაქსიმალურად გადმოცემს ინფორმაციას,რაც მთავარია,ყოველთვის მზადაა სტუდენტის დასახმარებლად.ასევე,მქონდა ლექტორისგან ვაკანსიის შემოთავაზება.
კურსის განმავლობაში მიღებული ცოდნა გამომადგება არა მხოლოდ გაყიდვების მენეჯმენტში,არამედ ცხოვრებაშიც.
ბიდისი აკადემიაში დისტანციური სწავლება ბევრად უფრო ნაყოფიერი გამოდგა ვიდრე სხვა სასწავლებლებში.კურსი შეიცავს სხვადასხვა აქტივობებს,რაც სწავლის პროცესს მეტად საინტერესოს ხდის.
აკადემიაში გატარებულმა სასწავლო პროგრამამ უპირველეს ყოვლისა მასწავლა ის,რისი სწავლაც მინდოდა, რომელიც გამომადგება ყოველდღიურობაში.
სასწავლებელმა მოლოდინს გადააჭარბა.
სამომავლოდ ვგეგმავ სხვა პროგრამებით სარგებლობას,პირველ რიგში მსურს სადიპლომო პროგრამა დავასრულო.
მათ,ვინც გადაწყვეტს რომ ამ აკადემიაში დაიწყონ სწვლა ვეტყვი იმას,რომ სწორ არჩევანს აკეთებენ და წარმატებებს ვუსურვებ ყველას.