You are currently viewing ოფის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების შემსწავლელი კურსი გავიარე დისტანციურად

ოფის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების შემსწავლელი კურსი გავიარე დისტანციურად

კურსის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაცია განვითარების და ჩართულობის პლათფორმიდან მივიღე.

ძალიან კმაყოფილი ვარ სასწავლებლის მიერ გაცემული ცოდნით,ხარისხიანი იყო სასწავლო პროცესი, ასევე კურსის კოორდინატორით.სასწავლო კურსის ფორმატი  შეიცავდა სხვადასხვა აქტივობებს.

ძალიან სასიამოვნო იყო კურსის კოორდინატორთან,ვაკო ყორღანაშვილთან ურთიერთობა, ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღე მისგან. დადებითი ემოციებით ავივსე.მიღებული ცოდნა  გამომადგება ჩემს საქმიანობაში.

მე,როგორც ეტლით მოსარგებლეს ბევრი ბარიერი მხვდება გადადგილების დროს, ონლაინ რეჟიმში სწავლა ძალიან პრაქტიკული და კომფორტული იყო ჩემთვის.

აკადემიაში გატარებულმა სასწავლო პროცესმა მომანიჭა დადებითი განწყობა, მეტი ცოდნა და თავდაჯერებულობა.სასწავლებელმა ის მოლოდინები გაამართლა,რაც მქონდა.ვგეგმავ კვლავ ვისარგებლო  სასწავლებლის  სხვა  პროგრამებით.

მათ,ვინც გადაწყვეტს რომ თქვენს აკადემიაში დაიწყონ  სწავლა ვეტყოდი,რომ ეს არის აკადემია,რომელიც აუცილებლად გაამართლებს თქვენს მოლოდინებს.   კომფორტულ და ჰარმონიულ გარემოში მიიღებთ ცოდნას.