ნინო ალბუთაშვილმა ოფისს მენეჯმენტის პროგრამა დაასრულა.
კურსის ხელმძღვანელი – ვაკო ყორღანაშვილი.
იგი გვიზიარებს კურსის შეფასებას :
” მიღებული ცოდნით კმაყოფილი ვარ და ვაპირებ გაგრძელებას სადიპლომო კურსზე.
მივიღე ბევრი ინფორმაცია და ცოდნა, შევიძინე ახალი უნარები, გამიჩნდა სხვადასხვა ხედვა და იდეები, რაც ვფიქრობ გამომადგება ოფისში მუშაობისას, ასევე მცირე ბიზნესის წამოწყებისთვის.
სწავლის პროცესი იყო საკმაოდ ხარისხიანი, ინფორმატიული და შრომატევადი.
დადებითად შევაფასებ კურსის კოორდინატორს. საინტერესოდ უწევდა კოორდინირებას სწავლის პროცესს და შესასწავლ მასალას.
საკმაოდ კმაყოფილი ვარ ადმინისტრაციის მომსახურებით.
კმაყოფილი ვარ ლექტორის – ვაკო ყორღანაშვილის, პირველ რიგში პიროვნული თვისებების გამო და შემდეგ რაღათქმაუნდა გადმოცემის უნარით, ახსნით და სწავლებით. მისი ახსნილი და გადმოცემული მასალა იყო საკმაოდ ინფორმატიული და საინტერესო.
კურსის ფორმატი მოიცავდა როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ სამუშაოებს. საინტერესო და სახალისო აქტივობებს.
სასწავლებელში გატარებული პერიოდი იყო ნაყოფიერი, სახალისო, საინტერესო. სასწავლებელმა ის მოლოდინები გაამართლა, რაც მქონდა.
მათ,ვინც ბიდისი აკადემიაში აპირებს სწავლის დაწყებას ვეტყოდი, რომ კარგი არჩევანი გააკეთეს და წარმატებას ვუსურვებ.”
ბიდისი აკადემია წარმატებებს უსურვებს ნინოს!