მე ვარ ქეთევან ბათაძე, გავიარე საექთნო საქმის სასერთიფიკატო კურსი, საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისი- ბათუმში.
ძალიან კმაყოფილი ვარ გავლილი კურსით, ასევე საოცარი ლექტორით და მთლიანად ადმინისტრაციით. გავიარე სტაჟირება ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში, სადაც პრაქტიკული ცოდნა მივიღე, რაც ექთანს აუცილებლად ესაჭიროება.
მოლოდინს რაც შეეხება, ვიცოდი რომ თეორიულად კარგ ცოდნას მივიღებდი მაგრამ ასე მცირე დროში ასეთი ხარისხის პრაქტიკის მიღებას არ ველოდებოდი და ძალიან კმაყოფილი ვარ მიღებული გამოცდილებით.
ინტერნეტის საშუალებით გავიგე თქვენს შესახებ, მინდოდა მცირე დროში მაქსიმალური შედეგის მიღება და ვისაც სურს რომ მოკლე დროში მიიღოს სასურველი პროფესია, რეკომენდაცია ჩემგან ბიდისის აკადემიას. მადლობა თქვენ.