მე ვარ დავით ხოზრევანიძე, ბიდისი აკადემიის ბათუმის ფილიალში დავასრულე კულინარიის კურსი. აკადემიის შესახებ გავიგე ინტერნეტით. ძალიან ბევრი რამ შევისწავლე რაც ამ სფეროში გამომადგება, კმაყოფილი ვარ შეფის და ადმინისტრაციის ინფორმაციით. სტაჟირება გავიარე რედისონში და ძალიან კმაყოფილი ვარ. სასწავლებლის მხრიდან მქონდა ვაკანსიაზე შემოთავაზება. პარალელურად ვიყავი დასაქმებული მზარეულის კუთხით. თითქმის ყველაფერი შევისწავლე აკადემიაში რაც ეხებოდა სამზარეულოს. რა მოლოდინიც მქონდა ყველა გამართლდა, ხალხს ვეტყვი რომ დაიწყონ სწავლა აკადემიაში დიდ ცოდნას მიიღებენ.