კურსის ხელმძღვანელი – ვაკო ყორღანაშვილი.
იგი გვიზიარებს კურსის შეფასებას :
თბილისის ფილიალში შევისწავლე გაყიდვების მენეჯმენტის კურსი.
აკადემიის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტის საშუალებით მივიღე.
მთელი სწავლის განმავლობაში მუდმივად ვმუშაობდი ცოდნისა და უნარების ამაღლებაზე, სასწავლებლის მიერ გაცემული ცოდნა შეუფასებელია, აჭარბებს მოლოდინებს და გმატებს თავდაჯერებულობას პროფესიულ გზაზე.
სწავლის პროცესი იყო მაღალი ხარისხის, შესაბამისი კურსის მასალებით, საუკეთესო სწავლებით, სხვადასხვა აქტივობებით, მოსწავლეებზე ინდივიდუალური მიდგომით, რაც ამარტივებდა უფრო სრულფასოვან შესწავლას და პროგრამის მარტივ ათვისებას.
ძალიან კმაყოფილი ვარ ადმინისტრაციული მომსახურებით, ისინი არიან ორგანიზებულები და პასუხისმგებლიანები.
სწავლის საფასურის გადახდა მოსახერხებელი იყო, გადახდის მოქნილობა ხელს უწყობს თითოეული სტუდენტის ფინანსების მართვის გამარტივებას სწავლის პროცესში. მე ვისარგებლე გადახდის გეგმით და აღმოვაჩინე, რომ ძალიან დიდ დახმარებას უწევს ბიდისი აკადემია სტუდენტებს სწავლის საფასურის, სწორი და ეფექტური გადანაწილებით.
რაც შეეხება ჩემ ლექტორს, ის არის გამორჩეული, ატარებს საინტერესო ლექციებს, აწვდის ღირებულ ინფორმაციას მოსწავლეებს, სწავლებისადმი მისი გატაცება და სტუდენტების წარმატებაზე ზრუნვა ნამდვილად შთამაგონებელი და მოტივაციის მომცემია.
მადლობელი ვარ ფასდაუდებელი ცოდნის გაზიარებისთვის და დიდ რეკომენდაციას გავუწევ სხვებს, რომლებიც ეძებენ გამდიდრებულ საგანმანათლებლო გამოცდილებას.
ჩემი აკადემიაში გატარებული პერიოდი სასიამოვნო და პროდუქტიული იყო.
ჩემი მოლოდინები ნამდვილად გაამართლა ბიდისი აკადემიამ და შეიძლება ითქვას გადააჭარბა კიდეც.
მათ, ვინც აპირებს ბიდისი აკახემიაში სწავლის დაწყებას, მე ვეტყოდი, რომ აქ მიიღებენ შესაბამის ცოდნას, გამოცდილებას და შესაძლებლობას აღმოაჩინონ ახალი უნარები. ეს არის ფანტასტიური სასწავლო გარემო.
მიმაჩნია, რომ ბიდისი აკადემიაში შეძენილი ცოდნა ძალიან გამომადგება ჩემს მომავალ კარიერაში. ჩემს შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ მიღებული განათლების წყალობით.
ბიდისი აკადემია წარმატებებს უსურვებს მარიამს!