You are currently viewing მანანა აფხაზიშვილი – ფარმაციის კურსის სტუდენტი

მანანა აფხაზიშვილი – ფარმაციის კურსის სტუდენტი

ფარმციის კურსი დავასრულე, ბიდისი აკადემიის ბათუმის ფილიალში, ინფორმაცია მივიღე  ნაცნობისგან, რომელმაც დაასრულა ფარმაციის კურსი ბიდისიში და იყო კმაყოფილი. აკადემიის მიერ გაცემული და მიღებული ცოდნით ძალიან კმაყოფილი ვარ, სასწავლო პროცესი იყო საკმაოდ ხარისხიანი და სასიამოვნო. ძალიან შემაყვარა თავი კურსის კორდინატორმა თავისი პროფესიონალიზმით და ასევე ადმინისტრაციის წევრებმა.

საკმაოდ ხელსაყრელი და მოქნილი იყო სწავლის გადახდის გრაფიკი, არ მექმნებოდა პრობლემა გადახდასთან დაკავშირებით, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი სასწავლებლის ადმინისტრაციას.

აკადემიაში გატარებულმა სასწავლო პროცესმა, პირველ რიგში მომცა ცოდნა, გამოცდილება და ასევე შევიძინე ბევრი მეგობრები. აკადემიამ გამიმართლა ის მოლოდინი, რაც სწავლის დაწყებამდე მქონდა. მომავალ ბიდისი აკადემიის სტუდენტებს, ვურჩევ ისწავლონ აქ, რადგან შეიქმნან წარმატებული მომავალი და კარიერა, ასევე ვეტყვი, რომ იყვნენ შრომისუნარიანები და მონდომებულები, რადგან მიაღწონ დასახულ მიზნებს და წარმატებას.