You are currently viewing ლექტორი არის პროფესიონალი  თავის სფეროში

ლექტორი არის პროფესიონალი თავის სფეროში

თეონა შაიშმელაშვილი

ბიზნესის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის შემსწავლელი კურსი დავასრულე.კურსის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის,ფეისბუქის მეშვეობით შევიტყვე.

მიღებული ცოდნით ძალიან კმაყოფილი ვარ,სასწავლო პროცესი მაღალი ხარისხის იყო.იგი შეიცავდა სხვადასხვა აქტივობებს,დავალებებს,რომლებიც იყო დატვირთული ბევრი აქტივობებით.

სწავლის გადასახადი იყო ჩემთვის მოქნილი გრაფიკით,რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ადმინისტრაციას.

ჩემს ლექტორს,ვაკო ყორღანაშვილს რათქმაუნდა დადებითად შევაფასებდი,რადგან არის პროფესიონალი თავის სფეროში,ადამიანური თვალსაზრისით არის ძალიან თბილი და გამგებიანი ადამიანი,ბედნიერი ვარ,რომ მისი სტუდენტი ვიყავი,უდიდესი მადლობა მას ამისთვის.

მიღებული ცოდნა რათქმაუნდა გამომადგება ჩემს პროფესიულ საქმიანობაში.აკადემიაში გატარებულმა სასწავლო პროცესმა მომცა ძალიან დიდი ცოდნაც და გამოცდილება როგორც პროფესიულ,ასევე გუნდთან ერთად მუშაობით,რისთვისაც მადლობა მათ.

ჩემი მოლოდინები ნამდვილად გაამართლა მიღებულმა ცოდნამ,სიამოვნებით შევისწავლიდი თქვენთან მენეჯმენტის განხრით სხვა კურსებს.

მობრძანდით მეგობრებო,არ ინანებთ,მიღებული ცოდნა იმდენად მაღალი და ხარისხიანია იმ შედეგს ნამდვილად მიაღწევთ,რაც გსურთ ! გისურვებთ წარმატებებს !