You are currently viewing თამარ ტუხაშვილი – ოფის მენეჯმენტისა & ადმინისტრირების შემსწავლელი კურსის კურსდამთავრებული

თამარ ტუხაშვილი – ოფის მენეჯმენტისა & ადმინისტრირების შემსწავლელი კურსის კურსდამთავრებული

👨‍💻 კურსის ხელმძღვანელი – ვაკო ყორღანაშვილი
👩‍🎓 თამარი დეტალურად გვიზიარებს შთაბეჭდილებებს სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ :
” თავდაპირველად ფეისბუქ პლატფორმაზე შემთხვევით ვნახე აკადემიის გვერდი, შემდეგ, მოვიძიე ინფორმაცია, გამოხმაურება, შეფასება, დავუკავშირდი და დავრეგისტრირდი ოფის-მენეჯმენტის ონლაინ კურსზე.
სასწავლებელი გვაძლევს ამომწურავ რესურსს ჩვენი განვითარებისა და განათლებისათვის, მთავარია მივიღოთ, გავიზიაროთ და გამოვიყენოთ მიღებული ცოდნა.
ამ ექვსი თვის განმავლობაში მივიღე განათლება და მასთან ერთად აღმოვაჩინე ახალი უნარები საკუთარ თავში, რომლებიც ნამდვილად გავაუმჯობესე და ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის.
სასწავლო პროცესი ნამდვილად იყო ხარისხიანი და ამომწურავი, მიღებული ინფორმაცია, გადმოცემის და ახსნის უნარი, სხვადასხვა აქტივობები და სავარჯიშოები, თითოეული პროცესი ხარისხიანი და ამომწურავი.
კურსის კოორდინატორი გახლდათ ვაკო ყორღანაშვილი 😊 ალბათ ვინც იცნობს ყველა დამეთანხმება მასზე საუბარი უსასრულოდ შეიძლება,თითოეულ ლექციაში უამრავ ენერგიას და შრომას დებს, ერთ-ერთი გამორჩეული, მიზანდასახული, შრომისმოყვარე,სიკეთით და მოტივაციით სავსე პიროვნებაა.
ვისარგებლე სწავლის გადასახადის ყველაზე მოქნილი გრაფიკით , რაც ძალიან ეფექტური და ხელსაყრელი იყო ჩემთვის და დიდი მადლობა ამისთვის აკადემიას.
დისტანციურად ვესწრებოდი ექვსი თვის განმავლობაში და სრულიად ნაყოფიერი და შეუფერხებელი სწავლებაა.სასწავლებელმა ჩემი მოლოდინები რეალობად მიქცია და გამიმართლა.
ვინც აკადემიაში გეგმავთ სწავლის დაწყებას გაგიმართლათ, ნამდვილად საუკეთესო არჩევანია, გამოიყენეთ ეს შესაძლებობა, მიიღეთ ყველა შესაძლო განათლება, წარმოაჩინეთ საკუთარი თავი და ნამდვილად მიაღწევთ სასურველ შედეგს.
დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ მიღებული ცოდნა არა მარტო მომავალ კარიერაში, არამედ პიროვნულადაც და ცხივრებაშიც გამომადგება . “