მართლა და გულწრფელად კმაყოფილი ვარ აკადემიისგან მიღებული ცოდნით და ვიყენებ კიდეც უკვე პრაქტიკაში.
ნასწავლიდან, რაც ყველაზე მეტად მომწონს და უკვე არგუმენტირებულად ვითხოვ რგოლებისგან ისაა, რომ ზუსტად ვიცი, რომელ რგოლს რა დავავალო და რა მოვთხოვო. ასევე, თუ კითხვით მომმართავს სწორი მიმართულება მივცე თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესასრულებელ სამუშაოებზე. შევცვალე ტაქტიკა, გავხდი უფრო მეტად დიპლომატიური და მაქსიმალურად ვცდილობ პროექტები მშვიდად და ემოციების გარეშე წარვმართო. ასევე, გავაუმჯობესე კადრების შერჩევა, რაც ერთერთი უმნიშვნელოვანესია პროექტში.
მარტო ერთს ვიტყვი ყოველგვარი ფამილარობის გარეშე : იმდენად პროფესიონალი ლექტორი გვყავდა, რომ მემგონი ხარისხზე საუბარი უბრალოდ ზედმეტია ! რასაკვირველია უმაღლესი ხარისხის სწავლა მიმდინარეობს ბი-დი-სი აკადემიაში!
კურსის კორდინატორი ისევე, როგორც კურსის ლექტორი შეუფასებელია ! მე ვუსურვებ ბევრ და დიდ წარმატებებს ყველგან და ყოველთვის !
ადმინისტრაციასთან დიდი კომუნიკაცია არ მქონია მაგრამ, ვფიქრობ ეს იმას ასახავს, რომ ყველანაირად ორგანიზებულია იმდენად და იმდენად კარგად იმართება, რომ ზედმეტად მასთან კომუნიკაცია აღარაა საჭირო. ვფიქრობ, რომ მენეჯმენტი ამ კუთხითაც რიგზე აქვს ბი-დი-სი აკადემიას.
გადახდის გრაფიკი ნამდვილად მოქნილი იყო და სტუდენტების მდგომარეობას მაქსიმალურად ითვალისწინებდნენ და ერგებოდნენ მის ფინანსურ შესაძლებლობებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია.
ლექტორზე ვიტყოდი, რომ მართლა დასაფასებელი ადამიანია არა მარტო სწავლისა და ლექტორობის კუთხით, არამედ მისი ადამიანურობითაც. ვფიქრობ, რომ ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც ძალიან კარგი ადამიანი იქნება. გულით მინდა ვუსურვო ბევრი და დიდი წარმატებები ყველგან და ყოველთვის!
კურსის ხარისხს – 100% დადებითად შევაფასებდი ! J
კურსის ფორმატი სხვადასხვა აქტივობებს შეიცავდადა სწავლის პროცესსაც უფრო მეტად სახალისოს და საინტერესოს ხდიდა.
სასწავლებელში გატარებული პერიოდი ძალიან საინტერესო, პროდუქტიული, სახალისო და ვფიქრობ ჩემთვის ძალიან საჭირო, თან დროულად საჭიროიყო.
სასწავლებელმა ნამდვილად გაამართლა ის მოლოდინები, რაც მქონდა და მე პირადად მომცა ის,რაც მჭირდებოდა და მინდოდა.
მათ, ვისაც ბიდისიში სურს სწავლის დაწყება შეგნებულად არ ვეტყვი არაფერს იმიტომ, რომ ეს თვითონ უნდა ნახონ და შეიგრძნონ. ყველა დღის ხალისი და სიურპრიზი ადრენალინს უნდა ანიჭებდეს ყველა მომავალ სტუდენტს ამიტომ, თავს შევიკავებ კომენტარისგან.
მიღებული ცოდნა გამომადგება არა, უკვე მადგება და ვიყენებ !