ემიგრანტი ქალი, რომელმაც სანუკვარი ოცნება ბიდისის დახმარებით აიხდინა. მან პროფესია ონლაინ შეისწავლა. სჯობს, თვითონ გვითხრას, რას ფიქრობს ბიდისი აკადემიის შესახებ. -რომელი კურსი გაიარეთ ბიდისი აკადემიაში?
-გავიარე 4 თვიანი ზოგადი ფსიქოლოგია ქალბატონ მირანდა კალატოზთან
2 თვიანი რთული ქცევის მართვა ქალბატონ ნინო მოდრეკილაძესთან
-როგორი მოლოდინები გქონდათ და გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი?
-ნამდვილად მოლოდინს გადააჭარბა, სიმართლე გითხრათ არ ველოდი ასეთ მაღალ დონეს,მაგრამ სწავლების მიმდინარეობის დროს, თანდათან ვრწმუნდებოდი, რომ აკადემიის განათლებას ექნებოდა მყარი საფუძველი .რა თქმა უნდა, მომიწია სირთულეების გადალახვა.
თუნდაც ჩემი შესაძლენლობები და თუ როგორ გადავლახე არ დამზარდებიან ჩემი უსაყვარლესი,უნიჭიერესი ტრენერები და ორი სიტყვით დამახასიათებენ.
მე ნამდვილად,გულწრფელად ამაყი ვარ ბიდისი აკადემიის სტუდენტობით ეს იყო ჩემი დაუვიწყარი დღეები ახლის მოლოდინით გატარებული ყოველი წამი მაფლობა ბიდისი აკადემიას.
-როგორ მოგეწონათ კურსის პედაგოგები?
-რაც შეეხება კურსის პედაგოგებს შემიძლია ოღონდ იმიტომ არა რომ ჩემი პედაგოგები იყვნენ ვისაუბრო დაუსრულებლად მათ დაუღალავ შრომაზე და გადმოცემის ისეთ ლოგიკაზე რომელიც პირდაპირ ტვინის უჯრედებს ეხება.ქალბატონ ნინოს ხომ დროის შეგრძნება არ აქვს.
რომ ჩამოვალ საქართველოში პერსონალურად გადავუხდი თვითეულს მადლობას ემიგრანტისთვის ეს ბევრს ნიშნავს.ყველას მადლობა ვინც თუნდას უპასუხა ჩემს ზარს.
მოლოდინს გადააჭარბა ნამდვილად, გუნდი ყავს ბიდისის ერთ მუჭად შეკრული .რაც ბევრს ნიშნავს.
-როგორც ემიგრანტს, რა მოგცათ ბიდისიმ და რას ეტყოდით მომავალ ბიდისელებს?
ბიდისიმ კიდევ ერთხელ დამანახა,რომ სწავლა არასდროს არ არის გვიან მინდა ვუთხრა და მოვუწოდო ყველა ემიგრანტ მოპარეთ დროს განათლება და გახდი ბიდისელი.