ბიდისი აკადემიაში, შეფ-მზარეულის ერთ წლიანი სადიპლომო კურსი გავიარეთ მე და ჩემმა ძმამ, გოგა შაიაშვილის ხელმძღვანელობით. სტაჟირების დაწყებას ვაპირებთ ამ დღებში და ძალიან გვიხარია. რაც ყველაზე მეტად მომეწონა, პრაქტიკები იყო, სამზარეულოში მუშაობა რომ გვიწევდა. შეფი იდეალურად გვიხსნიდა და გვასწავლიდა კერძების მომზადებას, ძალიან სახალისო და საინტერესო იყო. აქ ყოფნის პერიოდში, ბევრი მეგობარი შევიძინე, რომელბთანაც განვაგრძობ აკადემიის გარეთაც ურთიერთობას. მადლობა ბიდისის, რომ მომცა საშუალება გამეცნო ამდენი პროფესიონალი ერთად.