თბილისის ფილიალში დავამთავრე ოფის-მენეჯმენტისა და ადმინისტრირების შემსწავლელი კურსი-დისტანციურად.კურსი გახლდათ ნაყოფიერი და მოხერხებული,ასევე იგი შეიცავდა სხვადასხვა აქტივობებს,ამასთანავემქონდა დასაქმების შემოთავაზება აკადემიის მხრიდან.
სასწავლებლის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის საშუალებით მივიღე.აკადემიის მიერ გაცემული ცოდნით ძალიან კმაყოფილი ვარ.სასწავლო პროცესი უმაღლესი ხარისხით მიმდინარეობდა.კურსის კოორდინატორს კი ყოველმხრივ დადებითად შევაფასებდი.
ადმინისტრაციის მომსახურებით ყველაფრით ძალიან კმაყოფილი ვარ,სწავლის გადასახადით კი მოქნილი გრაფიკი გახლდათ,რაც ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია.
ლექტორი არის თავისი სფეროს პროფესიონალი,იგი ადვილად ხელმისაწვდომია,ყოველთვის მზად არის სტუდენტებს გაუწიოს დამატებითი დახმარება ან კონსულტაცია.ასევე,იგი აღვივებს სტუდენტების ინტერესს სასწავლო კურსის მიმართ.იგი იყენებს მაგალითებს და ილუსტრაციებს მასალის ნათლად გადმოსაცემად და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა დარწმუნდეს, რომ სტუდენტებს ესმით კურსის ძირითადი იდეები.
სასწავლებელში გატარებული პერიოდი სასიამოვნო იყო,რადგან სასწავლებელმა გაამართლა ის მოლოდინები,რაც მქონდა.ვგეგმავ მომავალში კვლავ ვისარგებლო სასწავლებლის სხვა პროგრამებით.
მათ,ვინც ბიდისი აკადემიაში აპირებს სწავლის დაწყებას ვეტყოდი,რომ ,,ბიდისი” აკადემია არის შესაძლებლობა.
ვფიქრობ,გამოგადგება მიღებული ცოდნა-პრაქტიკას, დავურთე თეორია, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ,,ბიდისი”აკადემიას.