#OK! საერთაშორისო განათლების აკადემია „ბიდისი“ – ადგილი, სადაც უმაღლეს სტანდარტს მორგებული განათლების მიღებაა ხელმისაწვდომი

საერთაშორისო განათლების აკადემია „ბიდისი“ უკვე 15 წელია, რაც საქმიანობს საგანმანათლებლო ბაზარზე. ამ დროის განმავლობაში აკადემიამ შეძლო ხარისხის მაღალი დონის შენარჩუნება და დღეს იგი ერთ-ერთ ლიდერ პოზიციას იკავებს ამ სფეროში. აკადემიას წლების განმავლობაში ძალიან ბევრი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს დასაქმებული იმის გათვალისწინებით, რომ დამსაქმებლებისთვის მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანი თანამშრომელი. „ბიდისი“ ორიენტირებულია სერტიფიცირებული და პროფესიონალი კადრების ჩამოყალიბებაზე, შემდეგ კი მათი დასაქმების უზრუნველყოფაზე. აკადემიას აქვს ერთი სათავო სასწავლო ოფისი თბილისში და ოთხი ფილიალი ქუთაისში, გორში, თელავსა და ბათუმში. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა აკადემიის დამფუძნებელსა და დირექტორს, ნათია შათირიშვილს.

რა გზა გაიარეთ საერთაშორისო განათლების აკადემია „ბიდისის“ დაარსებამდე?

წლების განმავლობაში ტექნიკურ უნივერსიტეტში ვკითხულობდი ლექციებს, კერძო უნივერსიტეტში ვიყავი დეკანი სამართლის მიმართულებით, იურისტის კვალიფიკაცია მაქვს, ვარ არასამთავრობო ორგანიზაციის „ძლიერი ქალი ძლიერი სახელმწიფო“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ლალი მოროშკინასთან ერთად, აგრეთვე მწერალთა კავშირის ნამდვილი წევრი, საქართველოს ფაზისის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, ტაო-კლარჯეთის სამეცნიერო აკადემიის წევრი, დავით აღმაშენებლის აკადემიის საპატიო პროფესორი, Shalom Club Guria-ს ვიცეპრეზიდენტი.

გვიამბეთ საერთაშორისო განათლების აკადემია „ბიდისის“ შესახებ.

საერთაშორისო განათლების აკადემია „ბიდისი“ 2006 წელს დაარსდა, რომელიც იმ დროისთვის განათლების ბაზარზე ახალ მიმართულებას წარმოადგენდა. მას შემდეგ „ბიდისი აკადემია“ უკვე 15 წელია, რაც ოპერირებს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. ვინაიდან პროფესიულ განვითარებაზე და განათლებაზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება, „ბიდისი“ მსმენელებს 35-მდე სასწავლო პროგრამას სთავაზობს: ფარმაცია, საექთნო საქმე, კონდიტერია, ბუღალტერია, მენეჯმენტი, კულინარია, კომპიუტერული პროგრამები, სასტუმროს მენეჯმენტი, ფსიქოლოგია, საბანკო საქმე, ბიზნესადმინისტრირება,  ოფის-მენეჯერი, უცხო ენები და ა.შ. აკადემიაში ტრენინგებს აკადემიის მიერ მოწვეული კვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები უძღვებიან. ხარისხიანი და კვალიფიციური განათლების მიღებას კი სწორედ შერჩეული საგანმანათლებლო დაწესებულება, ადამიანური რესურსის სწორად მართვა და კვალიფიციურ ტრენერთა გუნდის სიძლიერე განაპირობებს. საჭირო თეორიული მასალის ათვისების შემდეგ, მსმენელები იწყებენ მის პრაქტიკაში განხორციელებას. თეორიული და პრაქტიკული კურსის წარმატებით დამთავრების შემდეგ კი გადიან სტაჟირებას წამყვან კომპანიებში, სადაც წარმატებული მსმენელები საქმდებიან.

გაგვაცანით საერთაშორისო განათლების აკადემია „ბიდისის“ მისია.

აკადემიის მისიაა, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში შექმნას ეროვნული ღირებულებების მატარებელი ისეთი სახის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ადაპტირდება არა მხოლოდ ქართულ საგანმანათლებლო სივრცესა და მის მოთხოვნებთან, არამედ საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტის შესაბამისი იქნება.

აკადემიის მიზანია თითოეული სტუდენტის ინტელექტუალურ, კულტურულ, შრომით და სულიერ მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებული თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი განათლების მიცემა, რაც ხელს შეუწყობს მათ პიროვნებად ფორმირებას.

რა სახის შესაძლებლობებს იძლევა თქვენი აკადემია?

აკადემიაში სწავლის დაწყება უგამოცდოდ, სწავლის საფასურის გადახდა კი ეტაპობრივად არის შესაძლებელი. „ბიდისი აკადემია“ ზრუნავს თითოეული მსმენელის დროზე. შესაბამისად, აქ სტუდენტებს მათზე მორგებული გრაფიკი აქვთ. განათლების მიღება როგორც საქართველოში მცხოვრებ, ისე საზღვარგარეთ მყოფ ადამიანებსაც შეუძლიათ.

მსოფლიოში არსებულმა ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ, ბევრ სირთულესთან ერთად, აკადემიას კარგი საქმის კეთების საშუალებაც მოგვცა. აკადემიამ ონლაინსწავლის მეთოდზე დაყრდნობით, სპეციალური საგანმანათლებლო ტრენინგ-კურსები სხვადასხვა პროფესიული პროგრამის მიმართულებით, როგორც საქართველოში მცხოვრები სწავლის მსურველებისთვის, ასევე ემიგრაციაში მყოფი ქართველებისთვის შეიმუშავა. „ზუმის“ მეშვეობით დღეს აკადემიის ლექტორები სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს პროფესიულ ლექციებს მათთვის სასურველ დროს უტარებენ.

ემიგრაციაში მყოფ ადამიანებს მივეცით შესაძლებლობა პარალელურ რეჟიმში გაიღრმაონ ცოდნა მათთვის სასურველ პროფესიებში და ამავდროულად, მიიღონ სწავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები. ეს ნაბიჯი ჩვენი აკადემიის მხრივ მათთვის მნიშვნელოვანი და წარმატებული აღმოჩნდა. ემიგრანტებმა ჩვენთან გავლილი კურსის შემდეგ დაიწყეს დამატებითი სამუშაოები და ძალიან კმაყოფილები არიან. უამრავ სამადლობელ წერილს ვიღებთ მათი მხრიდან, რაც გვძენს უფრო მეტ სტიმულს, ვაკეთოთ ბევრი და კარგი საქმე მათთვის. გეტყვით, რომ ტრენინგები მორგებულია მათ სამუშაო გრაფიკზე.