საგრანტო პროექტების წერა და ფონდების მოძიება

0
Lessons
0
Quizzes
0
Modules

ტრენინგ კურსი საგრანტო პროექტების წერა და ფონდების მოძიება. ტრენინგ კურსი შეიცავს როგორც თეორიულ, ასევე ინტენსიურ პრაქტიკულ სწავლებებს, რაც ხელს შეუწყობს მონაწილეებში იმ საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რომელიც აუცილებელია ეფექტური საპროექტო/საგრანტო განაცხადების წერისათვის. აღნიშნული მოდული მოიცავს, როგორც კომერციული, ასევე არაკომერციული პროექტების წერის სწავლებას, აგრეთვე, ეხება პროექტის მოცულობის, დროისა და ბიუჯეტის ეფექტურად დაგეგმვას. კურსის ხანგრძლივობა - 2 თვე, კვირაში 3 საათი კურსის მიზანი: • მონაწილეებმა მიიღონ პრობლემებზე ორიენტირებული და სათანადო კრიტერიუმებით შეფასებული პროექტის წერისათვის საჭირო აქტუალური ცოდნა, განივითარონ ისეთი უნარები, რომელიც მათ დაეხმარება წარმატებული საპროექტო განაცხადის შექმნაში.

• ტრენინგის პროცესში მონაწილეები თეორიულ მასალასთან ერთად, პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით შექმნიან საკუთარ მცირე პროექტებს . ტრენინგ-კურსის პროგრამა:
• შესავალი პროექტების წერაში ;
• ბიზნეს პროექტები და არაკომერციული საგრანტო განაცხადები;
• პროექტის საჭიროებების განსაზღვრა;
• როგორ მოვემზადოთ საპროექტო განაცხადის შექმნისთვის;
• პროექტის მიზნების ეფექტური ბმა საგრანტო კონკურსის მოთხოვნებთან
• პრობლემების სწორად იდენტიფიცირების გზები ღირებული მიზნების და ამოცანების ჩამოყალიბებისთვის;
• საგრანტო პროექტის დაგეგმვა, სამოქმედო გეგმის შემუშავება;
• საგრანტო პროექტის დაინტერესებული მხარეების ანალიზი;
• პროექტის რესურსების ეფექტური განსაზღვრა;
• პროექტის ბიუჯეტირება და რისკების დაზღვევა;
• პროექტის მონიტორინგის და შეფასების ინდიკატორები, მექანიზმების შემუშავება;
• თანამედროვე ტექნოლოგიები საგრანტო პროექტების წერაში;
• მცირე საგრანტო პროგრამების განაცხადების წერის სპეციფიკა;
• ევროკავშირის და სხვადასხვა ტიპის პროექტების წერის სპეციფიკა, მაგალითები;
• საგრანტო / საპროექტო განაცხადის ტექნიკური გამართვა;
• დონორებთან ეფექტურის კომუნიკაციის დამყარების გზები და ტექნიკები
• ფონდების მოძიება - ადგილობრივი და საერთაშორისო დონორები, მათი სპეციფიკა
• სახელმწიფო, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი ორგანიზაციები, როგორც დონორები და მათი მახასიათებლები სატრენინგო მოდული მოიცავს შემდეგ აქტივობებს:

 შემთხვევის ანალიზი /Case studies

 პრაქტიკული სამუშაო  დისკუსია

 პრეზენტაცია

 ჯგუფური მუშაობა

 ინდივიდუალური მუშაობა

 გონებრივი იერიში / Brainstorming /

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი და სარეკომენდაციო წერილ ი წარმატებული მსმენელბი დასაქმდებიან.

 

What You'll Learn