პირველადი გადაუდებელი დახმარება – პროფესიული მომზადება
პროგრამა დაინტერესებულ პირებს შეასწავლის პირველადი გადაუდებელი დახმარების ელემენტებს და განსახორციელებელ ქმედებებს; პირველადი გადაუდებელი დახმარების საჭიროების იდენტიფიცირებას; გადაუდებელ დახმარების გაწევას გულსისხლძარღვთა და სუნთქვის მოშლილობით მიმდინარე მდგომარეობების დროს; პირველად გადაუდებელ დახმარების უზრუნველყოფას ტრავმების, სისხლდენების დროს; უბედური შემთხვევების დროს პროცესების მართვის წესებს. პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს სრული ზოგადი განათლება. პროგრამის მოცულობა 45 საათია.
პროგრამა განხორციელდება 5 კვირის განმავლობაში, კვირეული დატვირთვა 6-12 სთ, სწავლებისას გამოყენებული იქნება ვიზუალური მასალა, სხვადასხვა მულაჟები, ინვენტარი, ტექნიკა, მრავალფეროვანი სწავლების მეთოდები, მათ შორის ელექტრონული სწავლების მეთოდიც.
[raw]
[/raw]