განვითარების დარღვევები და შშმ პირებთან კომუნიკაცია

0
Lessons
0
Quizzes
0
Modules

ტრენინგ-კურსი არ მოითხოვს საბაზისო ცოდნას ,

კურსი   განკუთვნილია:

  • ექთნებისთვის;
  • სპეც.პედაგოგებისთვის;
  • საგნის მასწავლებლებისთვის;
  • ფსიქოლოგებისთვის;

სტუდენტებისთვის;

  • მშობლებისთვის/ მხარდამჭერებისთვის;
  • სოც.მუშაკებისთვის;
  • პერსონალური ასისტენტის პოზიციაზე მუშაობის მსურველთათვის;
  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის    მსურველთათვის;
  • ბაღის აღმზრდელებისთვის;
  • დღის ცენტრებისა და სარეაბილიტაციო   ცენტრების პედაგოგებისთვის;
  • ზრდასრულ შშმ პირებთან  მუშაობის     მსურველთათვის;
  • სამედიცინო პერსონალისთვის;
  • სოციალურ საწარმოებში დასაქმებული მხარდაჭერითი დასაქმების სპეციალისტებისთვის;
  • მოხალისეებისთვის,ვისაც სურს შშმ პირებთან   მუშაობა;
  • სოციალური თერაპევტებისთვის;
  • ნებისმიერი დაინტერსებული მსმენელისთვის!

 

ტრეინინგზე  განსახილველი  თემები:

  1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები,დისკრიმინაცია, terminebi, იარლიყები,. (SezRuduliSesaZleblobებis mqone pirebi da sazogadoeba).
  2. ინტელექტუალური სფეროს   განვითარების    დარღვევა;
  3. დასწავლის უნარის დარღვევა;
  4. სენსორული დეფიციტის მქონე პირთა სწავლა-სწავლების თავისებურებები;
  5. ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი-
  6. პრობლემური ქცევა და   ქცევის მართვის  სტრატეგიები.
  7. ფსიქიკური პრობლემები და მათი  მართვა;
  8. შიზოფრენია;
  9. ცერებრული დამბლა;
  10. ეპილეფსია;
  11. დაუნის სინდრომი;
  12. მხედველობისა და სმენის დარღვევები;
  13. ქცევის დარღვევები;
  14. აუტისტური სპექტრის აშლილობა;
  15. მულტისენსორული მიდგომა;
  16. აფაზია და მეტყველების დარღვევები;
  17. ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირები  და მხარდაჭერის რეფორმა.
  18. შეზღუდული შესაძლებლობა, სამედიცინო და სოციალური მოდელები, სტიგმა.
  1. კომუნიკაცია, ქცევის ეტიკეტი,სოციალური ურთიერთობები, სოციალური ინტერაქცია
  1. შშმ პირთა უფლებები;

სასწავლო პროგრამის    გავლის შემდეგ მსმენელი დაეუფლება   განვითარების   სხვადასხვა დარღვევების მქონე  პირებთან მუშაობის   სპეციფიკას, უნარ-ჩვევებს, სასწავლო სტრატეგიებს,  ძირითად   და  ალტერნატიულ მეთოდებს,  გაეცნობა    წარმატებულ საერთაშორისო პრაქტიკას, შეისწავლის  შშმ პირებთან ურთიერთობის, სწორი კომუნიკაციის, ეთიკის საკითხებს, სტრესულ გარემოსა და  რთული  ქცევის  შემთხვევაში, შშმ  პირთა მართვისა და  ეფექტური დახმარების აღმოჩენის სტრატეგიებს,როგორც     სასწავლო,ისე     სამედიცინო     სფეროში.

ტრენინგ-კურსი  დაეხმარება შშმ პირებთან  (ბავშვები,მოზრდილები ) დასაქმებულ  და დასაქმების მსურველ პირებს  ყოველდღიურ საქმიანობაში, ეფექტურად  შეძლონ  განვითარების   სხვადასხვა   დარღვევის მქონე   პირთა მართვა-მხარდაჭერა.სამედიცინო სფეროში    დასაქმებულ პირებს    დაეხმარება ,შეძლონ   შშმ  პირთა   საჭიროებებზე   მორგებული სამედიცინო მანიპულაციების    გაკეთება, სწორი კომუნიკაცია  დაამყარონ  მათთან  და, საჭიროების შემთხვევაში,  პროფესიონალური მხარდაჭერა  აღმოუჩინონ  .  მიღებული ცოდნისა და კვალიფიკაციის    საფუძველზე,  კურსდამთავრებულები შეძლებენ, დაიცვან  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ)  პირთა  უფლებები,სწორად  მართონ   საგაკვეთილო  პროცესი,სამედიცინო მანიპულაციები,თავიდან    აიცილონ    გართულებები,შშმ   პირთათვის  სამედიცინო სერვისის მიწოდებისას,განსაკუთრებული ყურადღება   მიაქციონ და შეძლონ პაციენტის   ემოციური  მდგომარეობის მართვა, პაციენტის უსაფრთხოებაზე ზრუნვა. მოახდინონ ყურდაღების კონცენტრირება, ხელი  შეუწყონ შშმ   პირებს    ინტერესთა    სფეროს    განვითარებაში, გამოიყენონ   სხვადასხვა   სასწავლო  სტრატეგია,პროფესიონალური მხარდაჭერა, სწორი კომუნიკაცია და   დამოკიდებულებები, სტიგმის    მსხვრევა   ხელს უწყობს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთა  უფლებების დაცვასა და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას.

ტრეინინგზე თეორიულ საკითხებთან ერთად განიხილება კონკრეტული პრაქტიკული ქეისები და დავალებები.

ტრენინგ - კურსი  მოიცავს 10 სალექციო საათს, მოიცავს 20 თემას,ტრენინგის    ხანგრძლივობა 1საათი და 30,  კვირაში 2-ჯერ.

კურსის  დასრულების  შემდეგ გაიცემა  სერთიფიკატი,  წარმატებული მსმენლები დასაქმდებიან,

წარმატების შემთხვევაში  მსმენელი უზრუნველყოფილი იქნება სამუშაო ადგილით.

What You'll Learn