HR-მენეჯმენტი

0
Lessons
0
Quizzes
0
Modules

ადამიანური რესურსების მართვის შემსწავლელი კურსი (HR-მენეჯმენტი)

სასწავლო კურსის სილაბუსი

სასწავლო კურსის სახელწოდება: ადამიანური რესურსების მართვა (HR-მენეჯმენტი)

საგანმანათლებლო პროგრამა: პროფესიული სადიპლომო და სასერტიფიკაციო კურსი

სწავლების ფორმატი: აუდიტორიული-თბილისის ფილიალი და დისტანციური (ჰიბრიდული)

კურსის ხელმძღვანელი: ვაკო ყორღანაშვილი


დაშვების წინაპირობები

სასწავლო კურსს შესწავლის წინაპირობები არ გააჩნია. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია კურსის გავლა. გამოცხადებულია უგამოცდო მიღება ადამიანური რესურსების მართვის შემსწავლელ სადიპლომო და სასერტიფიკატო კურსზე.


კურსის მიზანი

კურსის მიზანია სტუდენტებს აუხსნას კერძო და საჯარო სექტორში ადამიანური რესურსების ეფექტიანი გამოყენების მეთოდები, პროცედურები და პრაქტიკა, მოახდინოს შედარებითი ანალიზი საჯარო და კერძო სექტორში ადამიანური რესურსების მართვის პროცესისათვის დამახასიათებელი სპეციფიური ასპექტებისა, რათა სტუდენტები ჩაწვდნენ ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების თავისებურებებს, კერძო და საჯარო სექტორში კადრებით უზრუნველყოფის მეთოდებს შრომის ბაზრის ცვალებადი კონიუნქტურის პირობებში.

კურსის კონკრეტული მიზნებია:

  • შეასწავლოს ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე პრინციპები და მიდგომები
  • განუვითაროს პერსონალის წარმატებული მართვისთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევები
  • შეასწავლოს ორგანიზაციული კულტურა და მასზე მოქმედი ფაქტორები თანამედროვე კონტექსტში
  • განუვითაროს სტუდენტებს ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი HR საკითხებთან მიმართებაში
  • გააცნოს საერთაშორისო HR-მენეჯმენტის სტანდარტები და მათი ფუნქციონირების პრინციპები
  • განუვითაროს ციფრული ინსტრუმენტების ეფექტური გამოყენების უნარი თანამედროვე HR-მენეჯმენტში
  • შეასწავლოს ბიზნეს ეთიკისა და სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპები და მათი მნიშვნელობა HR კონტექსტში

სწავლის შედეგები

კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტებს ექნებათ შემდეგი ზოგადი და დარგობრივი ცოდნა, კომპეტენცია და შესაძლებლობა:

ცოდნა და გაცნობიერება:

  • იცის კერძო და საჯარო სექტორში ადამიანური რესურსების მართვის პროცესისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური ასპექტები, მათ შორის დასაქმების ეტაპები და სპეციფიკა, ადამიანური რესურსების საჭიროებები, მრავალფეროვნების მართვის სპეციფიკა, შრომის ანაზღაურების და კომპენსაციის თანამედროვე მიდგომები, ორგანიზაციული სტრუქტურა და რანგირება;
  • გაცნობიერებული აქვს სამუშაოს აღწერის ჩატარებისა და სამუშაო ანალიზის მეთოდოლოგიის გამოყენების თავისებურებები;
  • იცის რომელი სამართლებრივი აქტებით რეგულირდება ადამიანური რესურსების მართვა საქართველოში;
  • აცნობიერებს საჯარო სამსახურის რეფორმის არსს;
  • აცნობიერებს ემოციური ინტელექტის როლს დასაქმების კონტექსტში;
  • აცნობიერებს მოტივაციის მნიშვნელობასა და აქვს ცოდნა მოტივაციის სხვადასხვა ტიპების შესახებ;
  • გაცნობიერებული აქვს ორგანიზაციაში დასაქმებულისთვის პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობის არსებობის მნიშვნელობა.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი:

  • შეუძლია საჯარო და კერძო სექტორში ადამიანური რესურსების დაკომპლექტებისა და მართვის პროცესში არსებული კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, ეფექტური მიდგომებისა და გზების მოძიება და სხვადასხვა მეთოდის გამოყენება სასურველი შედეგის მისაღწევად;
  • შეუძლია მატერიალური და არამატერიალური მიდგომების გამოყენებით დასაქმებულთა მოტივაციის ამაღლება;
  • შეუძლია შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით შეფასების განხორციელება;
  • შეუძლია კერძო და საჯარო სექტორში ადამიანური რესურსების სფეროში არსებული საჭიროებების გაანალიზება, შეფასება და შერჩევა;
  • ფლობს გასაუბრების ტექნიკას და შეუძლია გასაუბრების სწორი ტექნიკით წარმართვა.

დასკვნის უნარი:

  • შეუძლია ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული რთული და არასრული ინფორმაციის, მიკრო, მაკრო და გლობალურ დონეზე მიმდინარე პროცესების კრიტიკული ანალიზი და არგუმენტირებული დასკვნების ჩამოყალიბება;
  • შეუძლია კერძო და საჯარო სექტორის საჭირო თანამშრომლებით უზრუნველყოფის ანალიზი, არგუმენტირებული დასკვნების ჩამოყალიბება;
  • შეუძლია ადამიანური რესურსების მართვის ეფექტიანობის ანალიზი და არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული არგუმენტირებული დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება.

კომუნიკაციის უნარი:

  • აქვს ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული ინფორმაციის და მონაცემების მოძიების, ანგარიშის მომზადების და წარდგენის უნარი;
  • შეუძლია საკუთარი იდეების, ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშრებული პრობლემების და მათი გადაჭრის გზების შესახებ დეტალური წერილობითი ანგარიშის მომზადება.

სწავლის უნარი:

  • აქვს უნარი, მოიძიოს სფეროში მიმდინარე მოვლენების შესახებ საჭირო ინფორმაცია, როგორც აკადემიური ლიტერატურიდან, ისე ინტერნეტ ტექნოლოგიების გამოყენებით, სწავლის შემდგომი დაგეგმვის მიზნით.

ღირებულებები:

  • შეუძლია გაითავისოს და პატივი სცეს ადამაინური რესურსების მრავალფეროვნებას, აქედან გამომდინარე სტუდენტს გათავისებული აქვს და შეუძლია შეაფასოს ამ ღირებულებებისადმი სხვების დამოკიდებულება;
  • შეუძლია გაითავისოს განვითარების თანაბარი შესაძლებლობების დანერგვის მნიშვნელობა.

სასწავლო მასალები და მეთოდოლოგია

სწავლება მიმდინარეობს კურსის ხელმძღვანელის, ვაკო ყორღანაშვილის, მიერ შედგენილი წიგნებითა და სასწავლო მასალებით. პრაქტიკული ნაწილიც კურსის ხელმძღვანელის მიერ არის შემუშავებული, რაც სტუდენტებს ეხმარება არა მხოლოდ პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში, არამედ ეფექტურ სწავლაში, პრაქტიკულ უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, პროფესიულ ორიენტაციაში, ემოციური ინტელექტის განვითარებასა და თვითრეალიზაციაში.

კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან ადამიანური რესურსების მართვის ფართო სპექტრს, მოიცავს როგორც HR-მენეჯმენტის საფუძვლებს, ისე თანამედროვე მიდგომებს. პროგრამა ფოკუსირებულია პერსონალის შერჩევის, შეფასების, მოტივაციის, კომპენსაციის, ტრენინგისა და განვითარების, შრომითი ურთიერთობების, ორგანიზაციული კულტურის საკითხებზე. სტუდენტები ასევე დაეუფლებიან HR მენეჯმენტის თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების პრინციპებს, რაც მათ მისცემს მყარ საფუძველს წარმატებული კარიერის დასაწყებად.

კურსი ორიენტირებულია პრაქტიკული უნარების განვითარებაზე, სტუდენტები ისწავლიან პერსონალის შერჩევის პროცესის ჩატარებას, შეფასების სისტემების შემუშავებას, მოტივაციის სტრატეგიების დანერგვას და HR პროცესების ეფექტურ დაგეგმვას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ემოციური ინტელექტის, ლიდერობის უნარების, თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას და მრავალფეროვნების მართვას, რაც სტუდენტებს დაეხმარება გახდნენ კონკურენტუნარიანი სპეციალისტები თანამედროვე შრომის ბაზარზე და მიიღონ კრიტიკული გადაწყვეტილებები ცვალებად სამუშაო გარემოში.


სწავლების / სწავლის მეთოდები

კურსი ეფუძნება სწავლების მრავალფეროვან, თანამედროვე მეთოდოლოგიას, რომელიც მოიცავს ლექციებს, სამუშაო ჯგუფებს, სემინარებსა და დამოუკიდებელ მუშაობას. გამოიყენება ისეთი მეთოდები, როგორიცაა პრეზენტაცია, დისკუსია/დებატები, შემთხვევების შესწავლა, როლური თამაშები, გონებრივი იერიში, ელექტრონული რესურსით სწავლება, ანალიზი და სინთეზი. კურსის მიმდინარეობისას ტარდება მოდულის შემაჯამებელი, შუალედური და ფინალური გამოცდები.


საერთაშორისო საგანმანათლებლო შესაძლებლობები

კურსი მოიცავს საერთაშორისო საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობას. სტუდენტებს ექნებათ შანსი მონაწილეობა მიიღონ უცხოელ ექსპერტებთან ვორქშოპებში, საერთაშორისო HR კონფერენციებში, ვირტუალურ გაცვლით პროგრამებში, თუ ერთობლივ პროექტებში უცხოელ სტუდენტებთან. ეს ხელს შეუწყობს გლობალური HR პრაქტიკის გაცნობას და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.


პრაქტიკა და სტაჟირება

კურსი ითვალისწინებს პრაქტიკას და სტაჟირებას წამყვან კომპანიებში, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ კურსზე მიღებული ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში, დაამყარონ პროფესიული კონტაქტები, შეიძინონ პრაქტიკული გამოცდილება, გაიუმჯობესონ დასაქმების შესაძლებლობები და გაიცნონ ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციები. სტუდენტები გაეცნობიან რეალურ HR გამოწვევებს და შეისწავლიან მათი გადაჭრის გზებს.


კურსის უნიკალური მახასიათებლები

კურსი გამოირჩევა ვაკო ყორღანაშვილის მიერ შემუშავებული უნიკალური სწავლების მეთოდოლოგიით, რომელიც ორიენტირებულია სტუდენტების მრავალმხრივ განვითარებაზე. პროგრამა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ემოციური ინტელექტის განვითარებას, პროფესიულ ორიენტაციას და პრაქტიკული უნარების გამომუშავებას.

კურსის ძირითადი უპირატესობებია:

  • ადამიანური რესურსების მართვის უნარების გაუმჯობესება
  • პერსონალის შერჩევისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დაუფლება
  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების ექსპერტად ჩამოყალიბება
  • თანამშრომელთა მოტივაციისა და განვითარების ტექნიკების შესწავლა
  • HR სფეროში სამუშაო ბაზარზე მოთხოვნადი უნარ-ჩვევების შეძენა

სტუდენტები სწავლობენ გამოცდილი პროფესიონალებისგან, მონაწილეობენ ინტერაქტიულ მეცადინეობებში და კურსის დასრულების შემდეგ იღებენ აღიარებულ სერტიფიკატს, რაც მათ კარიერულ წინსვლაში დაეხმარება.


კურსის ხელმძღვანელი

კურსის ხელმძღვანელი გახლავთ ვაკო ყორღანაშვილი - ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით გამოცდილი სპეციალისტი და ლექტორი. მრავალწლიანი სასწავლო გამოცდილება აქვს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე სწავლების. არის "საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისი"-ს და "დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემია"-ს მიწვეული ლექტორი, ამავე სასწავლებელში პრო რექტორი საერთაშორისო მიმართულებით.

ჰყავს ასობით წარმატებული კურსდამთავრებული, რომლებიც გამოირჩევიან აქტიურობით, მიზანსწრაფულობით და პროფესიული განვითარებით. მისი სტუდენტები წარმატებით საქმდებიან როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კომპანიებში.

ვაკო ყორღანაშვილს შედგენილი აქვს არაერთი წიგნი თუ სამუშაო წიგნი სტუდენტებისთვის, რომლებიც ფართოდ გამოიყენება სასწავლო პროცესში. მისი სასწავლო მეთოდოლოგია ემყარება თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების ეფექტურ შერწყმას, რაც სტუდენტებს ეხმარება რეალური HR გამოწვევების დაძლევაში.

მისი მიდგომა ხასიათდება ინოვაციური სწავლების მეთოდებით, სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომით და ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობით. ის მუდმივად ცდილობს თანამედროვე ტრენდების ინტეგრირებას სასწავლო პროცესში, რათა მისი სტუდენტები კონკურენტუნარიანი გახდნენ შრომის ბაზარზე.


სასწავლო მასალები

ასევე საინტერესოა ავთენტური სასწავლო მასალები, რომლებიც სპეციალურად ქართული ბიზნეს რეალობის გათვალისწინებითაა შემუშავებული. სტუდენტები იყენებენ ორიგინალურ წიგნებსა და გზამკვლევებს, რომლებშიც ჰარმონიულადაა შერწყმული საერთაშორისო გამოცდილება და ადგილობრივი კონტექსტი. კურსისთვის სპეციალურად შექმნილი პრაქტიკული სამუშაო წიგნები ეხმარება სტუდენტებს თეორიული ცოდნის გამყარებასა და პრაქტიკული უნარების განვითარებაში, ხოლო პროგრამისთვის შემუშავებული უნიკალური ციფრული რესურსები სწავლის პროცესს უფრო ინტერაქტიულსა და ეფექტურს ხდის.


კურსის შინაარსი

კურსის განმავლობაში თქვენ შეისწავლით:

  1. ადამიანური რესურსების მართვის საფუძვლები
    • HR მენეჯმენტის მიზანი და არსი
    • HR მენეჯმენტის ევოლუცია და თანამედროვე ტენდენციები
    • საჯარო და კერძო სექტორის HR მენეჯმენტის შედარებითი ანალიზი
    • HR მენეჯერის უნარ-ჩვევები და კომპეტენციები
  2. პერსონალის მოზიდვა და შერჩევა
    • ვაკანსიის აღწერა და ანალიზი
    • კადრების მოზიდვის მეთოდები
    • შერჩევის პროცესი და ინსტრუმენტები
    • გასაუბრების ტექნიკა და ტიპები
    • სამართლებრივი ასპექტები შერჩევის პროცესში
  3. შრომითი ურთიერთობების მართვა
    • შრომითი ხელშეკრულებები და მათი ტიპები
    • საქართველოს შრომის კანონმდებლობა
    • თანამშრომელთა უფლებები და მოვალეობები
    • საჯარო სამსახურის რეფორმა
    • შრომითი დავების გადაჭრა
  4. შეფასება და უკუკავშირი
    • შეფასების სისტემების ტიპები
    • ეფექტიანობის შეფასების მეთოდები
    • 360-გრადუსიანი შეფასება
    • უკუკავშირის ტექნიკა
    • შეფასების შედეგების გამოყენება
  5. მოტივაცია და კომპენსაცია
    • მოტივაციის თეორიები და მიდგომები
    • მატერიალური და არამატერიალური მოტივაციის საშუალებები
    • ანაზღაურების სისტემები და სტრუქტურა
    • ბენეფიტები და წახალისება
    • კომპენსაციის მართვის თანამედროვე ტენდენციები
  6. ტრენინგი და განვითარება
    • საჭიროებების ანალიზი
    • ტრენინგის მეთოდები და პროგრამები
    • კარიერული განვითარების დაგეგმვა
    • ტალანტების მართვა
    • მენტორინგი და ქოუჩინგი
  7. ორგანიზაციული კულტურა და ლიდერობა
    • ორგანიზაციული კულტურის ტიპები
    • კორპორატიული ღირებულებები
    • ლიდერობის სტილები
    • ემოციური ინტელექტი ორგანიზაციაში
    • გუნდის ფორმირება და გუნდური მუშაობა
  8. მრავალფეროვნება და ინკლუზია
    • მრავალფეროვნების მართვის მნიშვნელობა
    • თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა
    • ინკლუზიური სამუშაო გარემოს შექმნა
    • დისკრიმინაციის პრევენცია
    • საერთაშორისო პრაქტიკა მრავალფეროვნების მართვაში
  9. HR ანალიტიკა და ტექნოლოგიები
    • HR მონაცემების შეგროვება და ანალიზი
    • ძირითადი HR მეტრიკები
    • HR საინფორმაციო სისტემები
    • ციფრული HR ინსტრუმენტები
    • HR-ში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება
  10. სტრატეგიული HR მენეჯმენტი
    • HR სტრატეგიის შემუშავება
    • ბიზნეს და HR სტრატეგიების თანხვედრა
    • ცვლილებების მართვა
    • ორგანიზაციული განვითარება
    • HR-ის როლი ორგანიზაციის წარმატებაში

What You'll Learn