შინმოვლის კურსი

0
Lessons
0
Quizzes
0
Modules

ავადმყოფის შინმოვლა
კურსის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია: შინმოვლის მახასიათებლების განსაზღვრა; პაციენტის ინდივიდუალური მოვლის გეგმის შედგენა ; შინმოვლის პაციენტის მოვლითი ღონისძიებების ჩატარება; შინმოვლის პაციენტის მოვლისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა; შინმოვლის პაციენტის, მისი ოჯახის წევრების/მეურვის კონსულტირება/ სწავლება.

სამიზნე ჯგუფები: უძლური ხანდაზმულები, ფიზიკური და ფსიქიკური დაავადების გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ტიპები, დროებით უნარშეზღუდულები, ტერმინალურ მდგომარეობაში მყოფი.

კურსი მოიცავს:
პაციენტის ინდივიდუალური მოვლის გეგმის შედგენა თანმიმდევრობისა და პროცესების დაცვით აღწერს შინმოვლის მენეჯმენტის ეტაპებს;
დავალების შესაბამისად აღწერს ჩასატარებელი მოვლითი ღონისძიებების მნიშვნელობას სახლის პირობებში;
პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით სახლის პირობებში სწორად ამოიცნობს მოსალოდნელ პრობლემებს და მათ გამომწვევ ფაქტორებს;
სწორად განმარტავს პრევენციული ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობას გართულებების თავიდან აცილების მიზნით;
პაციენტის მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე ადგენს პაციენტის საექთნო სამოქმედო გეგმას;
ეთიკის ნორმების დაცვით აწვდის ინფორმაციას პაციენტის ახლობლებს სამოქმედო გეგმის შესახებ. შინმოვლის მენეჯმენტი:
მოთხოვნილებათა და საჭიროებათა პირველადი განსაზღვრა, მათი შეფასება და ანალიზი;
სამოქმედო გეგმის შედგენა, აქტ ი ურობების განხორციელება, მონიტორინგი და შედეგების შეფასება. საექთნო სამოქმედო გეგმა:
მოვლის ეტაპები, მოვლის პრიორიტეტები. მოვლის მიზნები, მოვლის ღონისძიებების ხანგრძლივობის განსაზღვრა, ექიმის დანიშნულების შესრულება. გართულებები: ნაწოლი, პნევმონია. კონტრაქტურა, თრომბოზი.
პირის ღრუს სოკოვანი დაავადება. ყაბზობა. ცისტიტი. პაციენტის დავარდნა პრაქტიკული დავალება დაკვირვებით

შინმოვლის პაციენტის მოვლითი ღონისძიებების ჩატარება წამლის ანოტაციის მიხედვით აღწერს ექიმის მიერ დანიშნული სამკურნალო წამლების ორგანიზმზე ზემოქმედებასა და გვერდით ეფექტებს;
პაციენტის დამოუკიდებლობის ხარისხის გათვალისწინებით აღწერს მოვლის/თვითმოვლისთვის აუცილებელ რესურსს;
ჰიგიენური ნორმების დაცვით ატარებს დაგეგმილ მოვლით ღონისძიებებს; დავალების შესაბამისად ასაბუთებს პაციენტის ოჯახის წევრებთან/მეურვესთან თანამშრომლობის მნიშვნელობას მოვლითი ღონისძიებების ჩატარებისას;
დავალების შესაბამისად და ენობრივი სისწორის დაცვით ავსებს შინმოვლის დოკუმენტაციას. სრულადა არის ასახული შესრულების კრიტერიუმებში პრაქტიკული დავალება დაკვირვებით

შინმოვლის პაციენტის მოვლისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა სიტუაციის შესაბამისად სწორად აღწერს ბინაში ეფექტური მოვლისთვის საჭირო გარემოს; სწორად განმარტავს ბინაში პაციენტის მოვლის უსაფრთხოების დაცვის წესებს; დავალებიდან შესაბამისად ირჩევს ეფექტურ მეთოდებს საკუთარი უსაფრთხოებისთვის;
ასაბუთებს ბინაში მოვლის უსაფრთხო გარემოს შექმნის აუცილებლობას; სწორად აყალიბებს მოვლის პროცესში „ პრობლემურ “ პაციენტსა და პაციენტის ოჯახის წევრებთან ურთიერთობის ქცევის სტრატეგიას; დავალების შესაბამისად აყალიბებს სტრატეგიას შინმოვლის პაციენტის მდგომარეობის გართულება/გამწვავებისას. საკუთარი უსაფრთხოება: საკუთარი ხერხემლის დაცვა მძიმე ავადმყოფის მოვლისას, საკუთარი თავის დაცვა ქცევის დარღვევის მქონე პაციენტებთან ურთიერთობისას, გადამდები ინფექციებისაგან თავდაცვა პრობლემური: ქცევის დარღვევის მქონე პრაქტიკული დავალება დაკვირვებით

შინმოვლის პაციენტის, მისი ოჯახის წევრების/მეურვის კონსულტირება/ სწავლება პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით აძლევს პაციენტსა და მისი ოჯახის წევრებს მოვლის/თვითმოვლის რეკომენდაციებს; დავალების შესაბამისად პაციენტისა და მისი ოჯახის წევრებისთვის განმარტავს მოვლის ტექნიკური დამხმარე საშუალებების მოხმარების წესებს; პაციენტისა და მისი ოჯახის წევრებისთვის სწორად განმარტავს სახლის პირობებში ჯანსაღი სოციალური გარემოს შექმნის პირობებსა და წესებს; სწორად ჩამოთვლის და განმარტავს იმ დაწესებულებების მნიშვნელობას, რომლებთანაც კავშირი უნდა ჰქონდეთ პაციენტის ოჯახის წევრებს. დამოუკიდებლობის ხარისხი - პაციენტის ფიზიკური რესურსი ყოველდღიური აქტიურობების შესრულებისას ტექნიკური დამხმარე საშუალებები: ხელჯოხი, ყავარჯნები, ფიქსატორი , ეტლი, დახმარე დაფა, გადასაყვანი ქამარი დაწესებულებები: პოლიკლინიკა, სოციალური სააგენტო, სადაზღვეო კომპანია პრაქტიკული დავალება დაკვირვებით

ეფექტური მოვლისთვის საჭირო გარემო; კინესთეტიკის ელემენტები -ხერხემლის დაცვის საშუალება; ინფექციური დაავადებებისაგან თვდაცვის გზები; პაციენტის მოვლის უსაფრთხოების წესები;’ პრაქტიკული მეცადინეობა პრაქტიკული დავალების შესრულების დროს ზეპირი გამოკითხვა და სამუშაოს შესრულებაზე დაკვირვება პროფესიული განათლების მასწავლებლს მიერ განსაზღვრული პრაქტიკული დავალების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომელიც გამოიხატება პროცესის ამსახველი ფოტომასალით/მასწავლებლის მიერ შევსებული კითხვარით/ვიდეოჩანაწერით ან სხვა.

კურსი არის სრულად პრაქტიკული სასწავლო ობიექტზე დასაქმების პერსპექტივით.
ხანგრძლივობა სამი თვე.

კურსი არის ავტორიზირებული გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული საერთაშორისო სერთიფიკატი.
დაინტერესების შემთხვევაში დარეგისტრირდით ბმულზე.

What You'll Learn