სასწავლო კურსი-სამოქალაქო საპროცესო სამართალში

0
Lessons
0
Quizzes
0
Modules

სასწავლო კურსის მიზანია მსმენელს:

• შესძინოს სიღმისეული ცოდნა სამოქალაქო სამართლის პროცესის ძირითადი პრინციპების, კონკრეტული სამოქალაქო საპროცესო ინსტიტუტების და ყველა ინსტანციის სასამართლოში საქმისწარმოების სპეციფიკის შესახებ;
გამოუმუშაოს სამართლებრივი ლოგიკა, მსჯელობის უნარი, სამართლებრივი წერის კულტურა, შეძლოს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში.
ცოდნა:

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მსმენელი შეიძენს სიღრმისეულ ცოდნას სამოქალაქო სამართლის პროცესის ცნების, სისტემის, ძირითადი პრინციპების, საპროცესო ელემენტების შესახებ.

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მსმენელს გაცნობიერებული ექნება სამოქალაქო პროცესის სამართლებრივი რეგულირების ძირითადი დებულებები.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება:

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს:
• სამოქალაქო საპროცესო სამართლის საკითხებზე სამართლებრივად სწორი და დასაბუთებული სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღებას, აგრეთვე სამოქალაქო პროცესის მარეგულირებელი ნორმების პრაქტიკულ საქმიანობაში სწორად გამოყენებას, წარმოამდგენლობას და საქმისწამრმოებას ყველა ინსტანციის სასამართლოში.
• საპროცესო დოკუმენტების (სარჩელის, განცხადების, საჩივრის, სააპელაციო და საკასაციო საჩივრის და ა. შ.) შედგენას.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები:
აღნიშნული სასწავლო კურსის შესასწავლად გამოყენებული იქნება სხვადასხვა მეთოდი. მასალის ვერბალურად გადაცემის გარდა, ლექციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახსნა-განმარტების მეთოდს, რაც გულისხმობს კონკრეტული საკითხის ირგვლივ მსჯელობას. მასალის გადმოცემისას მოყვანილი ინება კონკრეტული მაგალითი (კაზუსი), რომლის დაწვრილებითი განხილვაც მოხდება მოცემული თემის ფარგლებში. საკანონმდებლო და იურიდიულ ლიტერატურასთან ერთად გამოყენებული და განხილული იქნება კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილებები/განჩინებები. მსმენელს დაესწრებიან სხვადასხვა სასამართლო სხდომებს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში.

What You'll Learn