სასწავლო კურსი-ადმინისტრაციულ სამართალსა და ადმინისტრაციულ საპროცესო სამართალში

0
Lessons
0
Quizzes
0
Modules

სასწავლო კურსის მიზანია მსმენელს:

• შესძინოს სიღმისეული ცოდნა ადმინისტრაციული სამართლისა და ადმინისტრაციული პროცესის ძირითადი პრინციპების, კონკრეტული ინსტიტუტების, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და ყველა ინსტანციის სასამართლოში საქმისწარმოების სპეციფიკის შესახებ;
• გამოუმუშაოს სამართლებრივი ლოგიკა, მსჯელობის უნარი, სამართლებრივი წერის კულტურა, შეძლოს წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებსა და ყველა ინსტანციის სასამართლოში.

ცოდნა:

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მსმენელი შეიძენს სიღრმისეულ ცოდნას ადმინისტრაციული სამართლის პრინციპების, ადმინისტრაციული სამართლის პროცესის ცნების, სისტემის, ძირითადი პრინციპების, საპროცესო ელემენტების შესახებ.

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მსმენელს გაცნობიერებული ექნება ადმინისტრაციული სამართლისა და ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის რეგულირების ძირითადი დებულებები.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება:

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს:
• ადმინისტრაციული სამართლისა და ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის საკითხებზე სამართლებრივად სწორი და დასაბუთებული სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღებას, აგრეთვე შესაბამისი მარეგულირებელი ნორმების პრაქტიკულ საქმიანობაში სწორად გამოყენებას, წარმოამდგენლობას და საქმისწამრმოებას ადმინისტრაციულ ორგანოებსა და ყველა ინსტანციის სასამართლოში.
• საპროცესო დოკუმენტების (ადმინისტრაციული სარჩელის, განცხადების, საჩივრის, სააპელაციო და საკასაციო საჩივრის და ა. შ.) შედგენას.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები:
აღნიშნული სასწავლო კურსის შესასწავლად გამოყენებული იქნება სხვადასხვა მეთოდი. მასალის ვერბალურად გადაცემის გარდა, ლექციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახსნა-განმარტების მეთოდს, რაც გულისხმობს კონკრეტული საკითხის ირგვლივ მსჯელობას. მასალის გადმოცემისას მოყვანილი ინება კონკრეტული მაგალითი (კაზუსი), რომლის დაწვრილებითი განხილვაც მოხდება მოცემული თემის ფარგლებში. საკანონმდებლო და იურიდიულ ლიტერატურასთან ერთად გამოყენებული და განხილული იქნება კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილებები/განჩინებები. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებები. მსმენელები დაესწრებიან სხვადასხვა სასამართლო სხდომებს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში. მსმენელები შეადგენენ შესაბამის საპროცესო დოკუმენტებს.

What You'll Learn