სალომბარდე საქმე
კურსი განკუთვნილია მათთის, ვისაც სურს ბანკებში, მიკროსაფინანსო ან კერძო ლომბარდებში ძვირფასი ლითონების ექსპერტ- შემფასებლად მუშაობა. კურსი მოიცავს:
ლომბარდის წარმოშობის ისტორია და დასაქმების პოტენციალის ზოგადი მიმოხილვა; ექსპერტ-შემფასებლის ფუნქციებისა და მოვალეობების მიმოხილვა, ძვირფასი ლითონების მიმოხილვა
( ფიზიკური და ტექნიკური შენადნობების განხილვა);
- ძვირფასი ლითონების სინჯთა სისტემები და მათი კლასიფიკაცია;
- ძვირფას ლითონებზე გამოსახული დამღების მიმოხილვა და ილუსტრირება; სინჯის ანუ ოქროს სიწმინდის ხარისხის დადგენა;
- სინჯის განსაზღვრის მეთოდები;
- კლიენტთა ეფექტური მომსახურების ზოგადი სტანდარტები.:
- ოქროს სინჯის დადგენა რეაქტივების გამოყენებით;
- ძვირფასი ლითონების ნაკეთობათა მიღებისა და ფორმირების პროცედურები; პრაქტიკული მუშაობა.
კურსი მოიცავს: 1. ზოგადი ინფორმაცია ძვირფას ლითონებზე: ოქრო, ვერცხლი, პლატინა და პლატინოიდები.
- ძვირფას ლითონთა ფიზიკური და ტექნიკური თვისებები.
- ოქროს შენადნობების ლიგატურა.
- რა სახით გვხვდება ბუნებასა და საქმიანობაში.
- სინჯების სისტემები, გადასაყვანი კოეფიციენტები.
- ოქროს შენადნობები სინჯების მიხედვით.
- წონის საერთაშორისო ერთეული.
- ძვირფას ლითონთა დასინჯვა ნაკეთობების მიხედვით.
- მთავარი და დამატებითი დამღები.დადამღვის წესები, დადამღვა პერიოდების მიხედვით.
- ძვირფასი ლითონებისა და შენადნობების დიაგნოსტიკა სასინჯი რეაქტივების გამოყენებით,ეტალონის ჩხირები.
- მონეტები, ზოდები.
- სტომატოლოგიური ოქრო.
- მოოქროვება, მოვერცხვლა, როდირება, საფარების დასინჯვა.
- საფარიანი ნაკეთობის დადამღვის წესი.
- საათები.
- ორდენები და მედლები.
- არაძვირფასი ლითონები, რომლებიც გამოიყენება გაყალბებისთვის.
- ძვირფასი ქვები
19. შემფასებლის ფუნქციებისა და მოვალეობების მიმოხილვა.
კურსის აღწერა: სწავლება მიმდინარეობს, როგორც ჯგუფურად ასევე ინდივიდუალურად;ამავდროულად ხდება კადრის გადამზადება სრული კურსის ხანგრძლივობა: 1 თვე სწავლების
გრაფიკი: კვირაში ორჯერ , ხანგრძლივობა: 1.30 საათი
მსმენელების რაოდენობა ჯგუფში: 5-6 მსმენელი. გაიცემა სერთიფიკატი.
მსმენელები სტაჟირებას გაივლიან სხვადასხვა წამყვან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში შემდგომი დასაქმების შესაძლებლობით.