
ოფის-მენეჯმენტისა და ადმინისტრირების შემსწავლელი კურსი
ოფის-მენეჯმენტისა და ადმინისტრირების შემსწავლელი კურსი
სასწავლო კურსის სილაბუსი
სასწავლო კურსის სახელწოდება: ოფის-მენეჯმენტი და ადმინისტრირება
საგანმანათლებლო პროგრამა: პროფესიული სადიპლომო და სასერტიფიკაციო კურსი
სწავლების ფორმატი: აუდიტორიული-თბილისის ფილიალი და დისტანციური (ჰიბრიდული)
კურსის ხელმძღვანელი: ვაკო ყორღანაშვილი
სასწავლო კურსს შესწავლის წინაპირობები არ გააჩნია. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია კურსის გავლა. გამოცხადებულია უგამოცდო მიღება ოფის-მენეჯმენტისა და ადმინისტრირების შემსწავლელ სადიპლომო და სასერტიფიკატო კურსზე.
კურსის მიზანი
კურსის მიზანს წარმოადგენს მსმენელებს გამოუმუშავდეს ყველა ის უნარი და ჩვევა, რაც ოფისში ოფის-მენეჯერად მუშაობის დროს არის აუცილებელი. კერძოდ:
- შეასწავლოს ოფის-მენეჯმენტისა და ადმინისტრირების თანამედროვე პრინციპები და მიდგომები
- განუვითაროს ოფისის წარმატებული მართვისთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევები
- შეასწავლოს ორგანიზაციული კულტურა და მასზე მოქმედი ფაქტორები თანამედროვე კონტექსტში
- განუვითაროს სტუდენტებს ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი საოფისე საკითხებთან მიმართებაში
- გააცნოს საერთაშორისო ოფის-მენეჯმენტის სტანდარტები და მათი ფუნქციონირების პრინციპები
- განუვითაროს ციფრული ინსტრუმენტების ეფექტური გამოყენების უნარი თანამედროვე ოფისის მართვაში
- შეასწავლოს საქმიანი ეთიკისა და სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპები და მათი მნიშვნელობა
სწავლის შედეგები
კურსის გავლის შედეგად სტუდენტი შეიძენს ოფის-მენეჯმენტის უპირატესობებისა და გამოწვევების ცოდნას, გაიგებს თუ როგორ ფუნქციონირებენ ორგანიზაციები განსხვავებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ გარემოში. სტუდენტები ისწავლიან ოფისზე მოქმედ ფაქტორებს, ორგანიზაციულ სტრუქტურებს, ოფისისა და თანამშრომლების ურთიერთობას, და თანამედროვე ოფისის მთავარ საქმიანობებს.
სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებმა შეძლონ დამოუკიდებლად მუშაობა ნებისმიერ საოფისე სივრცეში, ოფისის ეფექტური მართვა, დროისა და სტრესის მართვა, პროექტების განხორციელება, ძლიერი გუნდის შექმნა და მათი მოტივირება, ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციების მომზადება, და მრავალი სხვა ოფისთან დაკავშირებული თემების შესწავლა, რომელიც საჭიროა თანამედროვე სამუშაო გარემოში წარმატებული საქმიანობისთვის.
სასწავლო მასალები და მეთოდოლოგია
სწავლება მიმდინარეობს კურსის ხელმძღვანელის, ვაკო ყორღანაშვილის, მიერ შედგენილი წიგნებითა და სასწავლო მასალებით. პრაქტიკული ნაწილიც კურსის ხელმძღვანელის მიერ არის შემუშავებული, რაც სტუდენტებს ეხმარება არა მხოლოდ პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში, არამედ ეფექტურ სწავლაში, პრაქტიკულ უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, პროფესიულ ორიენტაციაში, ემოციური ინტელექტის განვითარებასა და თვითრეალიზაციაში.
კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან ოფის-მენეჯმენტისა და ადმინისტრირების ფართო სპექტრს, მოიცავს როგორც ოფისის საფუძვლებს, ისე თანამედროვე მიდგომებს. პროგრამა ფოკუსირებულია დოკუმენტბრუნვისა და საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მართვის, ფინანსური მართვისა და ოფისის ოპერაციების საკითხებზე. სტუდენტები ასევე დაეუფლებიან ოფის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების პრინციპებს, რაც მათ მისცემს მყარ საფუძველს წარმატებული კარიერის დასაწყებად.
კურსი ორიენტირებულია პრაქტიკული უნარების განვითარებაზე, სტუდენტები ისწავლიან დოკუმენტაციის წარმოებას, ოფისის პროცესების ეფექტურ დაგეგმვას, პროფესიულ კომუნიკაციას და პრეზენტაციის მომზადებას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დროისა და რესურსების ეფექტურ მართვას, საქმიან ეთიკას და სოციალურ პასუხისმგებლობას, რაც სტუდენტებს დაეხმარება გახდნენ კონკურენტუნარიანი სპეციალისტები თანამედროვე შრომის ბაზარზე და მიიღონ კრიტიკული გადაწყვეტილებები ცვალებად სამუშაო გარემოში.
სწავლების მეთოდები
კურსი ეფუძნება სწავლების მრავალფეროვან, თანამედროვე მეთოდოლოგიას, რომელიც მოიცავს ინტერაქტიულ ლექციებს, პრაქტიკულ მუშაობას, სემინარებს, დამოუკიდებელ სწავლებას და ციფრულ ინსტრუმენტებს. სტუდენტები ჩართული იქნებიან ქეისების ანალიზში, სიმულაციებში, როლურ თამაშებში, გუნდურ პროექტებში, დისკუსიებსა და დებატებში, გამოიყენებენ ელექტრონულ რესურსებს, მოისმენენ ინდუსტრიის ექსპერტებს, განავითარებენ კრიტიკულ აზროვნებას, შეიმუშავებენ ბიზნეს გეგმებს, მოამზადებენ პრეზენტაციებს და აქტიურად ისარგებლებენ თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებით, მათ შორის ონლაინ დისკუსიებით, სინქრონული და ასინქრონული სწავლების ფორმატებით, მობილური აპლიკაციებითა და ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებით, რაც უზრუნველყოფს როგორც თეორიული ცოდნის მიღებას, ისე პრაქტიკული უნარების განვითარებას. კურსის მიმდინარეობისას მუდმივად ტარდება გამოცდები, როგორიცაა მოდულის შემაჯამებელი, შუალედური და ფინალური გამოცდა.
ასევე ტარდება მასტერკლასები მოწვეული ტრენერებისაგან, რომლებიც აზიარებენ თავიანთ პრაქტიკულ გამოცდილებას სტუდენტებს.
საერთაშორისო საგანმანათლებლო შესაძლებლობები
კურსი მოიცავს საერთაშორისო საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობას. სტუდენტებს ექნებათ შანსი მონაწილეობა მიიღონ უცხოელ ექსპერტებთან ვორქშოპებში, საერთაშორისო ოფის-მენეჯმენტის კონფერენციებში, ვირტუალურ გაცვლით პროგრამებში, თუ ერთობლივ პროექტებში უცხოელ სტუდენტებთან.
პრაქტიკა და სტაჟირება
კურსი ითვალისწინებს პრაქტიკას და სტაჟირებას სხვადასხვა წამყვან კომპანიებში, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ კურსზე მიღებული ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში, დაამყარონ პროფესიული კონტაქტები, შეიძინონ პრაქტიკული გამოცდილება, გაიუმჯობესონ დასაქმების შესაძლებლობები და გაიცნონ ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციები.
კურსის უნიკალური მახასიათებლები
კურსი გამოირჩევა ვაკო ყორღანაშვილის მიერ შემუშავებული უნიკალური სწავლების მეთოდოლოგიით, რომელიც ორიენტირებულია სტუდენტების მრავალმხრივ განვითარებაზე. პროგრამა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ემოციური ინტელექტის განვითარებას, პროფესიულ ორიენტაციას და პრაქტიკული უნარების გამომუშავებას.
კურსის ძირითადი უპირატესობებია:
- ადმინისტრაციული უნარების გაუმჯობესება
- დროისა და ამოცანების ეფექტური მენეჯმენტის დაუფლება
- კომუნიკაციის ექსპერტად ჩამოყალიბება
- პრობლემების გადაჭრის ტექნიკების შესწავლა
- სამუშაო ბაზარზე მოთხოვნადი უნარ-ჩვევების შეძენა
სტუდენტები სწავლობენ გამოცდილი პროფესიონალებისგან, მონაწილეობენ ინტერაქტიულ მეცადინეობებში და კურსის დასრულების შემდეგ იღებენ აღიარებულ სერტიფიკატს, რაც მათ კარიერულ წინსვლაში დაეხმარება.
კურსის ხელმძღვანელი
კურსის ხელმძღვანელი გახლავთ ვაკო ყორღანაშვილი - ოფის-მენეჯმენტისა და ადმინისტრირების მიმართულებით გამოცდილი სპეციალისტი და ლექტორი. მრავალწლიანი სასწავლო გამოცდილება აქვს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე სწავლების. არის "საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისი"-ს და "დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემია"-ს მიწვეული ლექტორი, ამავე სასწავლებელში პრორექტორი საერთაშორისო მიმართულებით.
ჰყავს ასობით წარმატებული კურსდამთავრებული, რომლებიც გამოირჩევიან აქტიურობით, მიზანსწრაფულობით და პროფესიული განვითარებით. მისი სტუდენტები წარმატებით საქმდებიან როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კომპანიებში.
ვაკო ყორღანაშვილს შედგენილი აქვს არაერთი წიგნი თუ სამუშაო წიგნი სტუდენტებისთვის, რომლებიც ფართოდ გამოიყენება სასწავლო პროცესში. მისი სასწავლო მეთოდოლოგია ემყარება თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების ეფექტურ შერწყმას, რაც სტუდენტებს ეხმარება რეალური ოფისის გამოწვევების დაძლევაში.
მისი მიდგომა ხასიათდება ინოვაციური სწავლების მეთოდებით, სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომით და ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობით. ის მუდმივად ცდილობს თანამედროვე ტრენდების ინტეგრირებას სასწავლო პროცესში, რათა მისი სტუდენტები კონკურენტუნარიანი გახდნენ შრომის ბაზარზე.
სასწავლო მასალები
ასევე საინტერესოა ავთენტური სასწავლო მასალები, რომლებიც სპეციალურად ქართული ბიზნეს რეალობის გათვალისწინებითაა შემუშავებული. სტუდენტები იყენებენ ორიგინალურ წიგნებსა და გზამკვლევებს, რომლებშიც ჰარმონიულადაა შერწყმული საერთაშორისო გამოცდილება და ადგილობრივი კონტექსტი. კურსისთვის სპეციალურად შექმნილი პრაქტიკული სამუშაო წიგნები ეხმარება სტუდენტებს თეორიული ცოდნის გამყარებასა და პრაქტიკული უნარების განვითარებაში, ხოლო პროგრამისთვის შემუშავებული უნიკალური ციფრული რესურსები სწავლის პროცესს უფრო ინტერაქტიულსა და ეფექტურს ხდის.
კურსის შინაარსი
კურსის განმავლობაში თქვენ შეისწავლით:
- ოფის-მენეჯმენტის საფუძვლები
- ოფის მენეჯმენტის მიზანი და არსი
- თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებით ორგანიზაციის მართვა
- ორგანიზაციული მენეჯმენტი
- ოფის მენეჯერის უნარ–ჩვევები
- ადამიანური რესურსების მართვა
- ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებები და ფუნქციები
- პერსონალის მოტივაცია და ორგანიზაციული კულტურა
- პერსონალის შეჩევისას გასათვალისწინებელი მოთხოვნები
- მენეჯერთა მომზადების ზოგიერთი პრობლემა, კადრების შერჩევა
- შესრულებული სამუშაოს შეფასება, კადრების განვითარება და ტრეინინგები
- კარიერის მენეჯმენტი, საშტატო გადაადგილება და კადრების დენადობა
- პრაქტიკული რჩევები მენეჯერებს
- საქმისწარმოება და დოკუმენტბრუნვა
- საქმის წარმოება
- დოკუმენტთა კლასიფიკაცია მათი იურიდიული და პრაქტიკული დანიშნულება
- საქმიანი ქაღალდების შედგენა და გაფორმება, კონტრაქტები და შინაგანაწესი
- დოკუმენტთა რეგისტრაციის გავრცელებული ფორმები
- დოკუმენტბრუნვის ორგანიზირება, საბუთების წარმოება
- დოკუმენტებთან მუშაობა (ხელშეკრულება/ინვოისი...)
- დოკუმენტურ ინფორმაციასთან მუშაობის კულტურა
- თანამედროვე საქმის წარმოება
- ბიზნესკომუნიკაცია და მოლაპარაკებები
- მედია და ინტერნეტ განცხადებების მომზადება
- საქმიანი შეხვედრები ორგანიზაციებთან
- ურთიერთობები, მოლაპარაკების მენეჯმენტი, ორგანიზაციული კონფლიქტები
- დელეგაციის მიღება
- ეტიკეტი
- გასაუბრების ტექნიკა
- დროის და სტრესის მართვა
- დროის ეფექტური მართვის თანამედროვე მეთოდები
- პროფესიული სტრესის მართვა
- მდივან–რეფერენტის შრომის ორგანიზაცია
- ღონისძიებების ორგანიზება
- ივენთ მენეჯმენტი
- სამუშაოს აღწერა და ანალიზი
- მარკეტინგი და გაყიდვები
- გაყიდვების ხელოვნება
- რეკლამის ეფექტურობა
- ფინანსური მენეჯმენტი
- ფინანსური მენეჯმენტის საფუძვლები
- საოფისე მასალების და მომსახურების ბიუჯეტირება
- ბიზნეს გეგმის შედგენა-არსი და მისი ფინანსური ასპექტები
- თანამედროვე ტექნოლოგიები ოფისში
- იფორმაციული ტექნოლოგიები
- ელექტრონული ოფისი
- ინოვაციური მენეჯმენტი საკადრო მუშაობაში
- ორგანიზაციული საკითხები
- კომპანიის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები
- ორგანიზაციის დაპროექტება
- მენეჯმენტის საფუძვლები
კარიერული პერსპექტივები
კურსის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს ეძლევათ მრავალფეროვანი დასაქმების შესაძლებლობები სხვადასხვა სექტორში:
- საჯარო და კერძო დაწესებულებებში:
- ოფისის მენეჯერად
- ხელმძღვანელის თანაშემწედ
- ორგანიზაციის შესაბამისი ადმინისტრაციული სტრუქტურული ერთეულის სპეციალისტად
- ადამიანური რესურსების სპეციალისტად
- პროექტის კოორდინატორად
- ადმინისტრატორად
წარმატებულ კურსდამთავრებულებს ბიდისი აკადემია დაეხმარება დასაქმებაში.
კურსდამთავრებულის უპირატესობები
- დამოუკიდებლად შეძლოს ოფის-მენეჯერად მუშაობა ნებისმიერ საოფისე სივრცეში
- გახდეს წარმატებული ლიდერი
- სწორად მართოს დრო და სტრესი
- განახორციელოს პროექტები
- შექმნას ძლიერი გუნდი და მოახდინოს მათი მოტივირება
- სწორად განსაზღვროს ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობა
- ისწავლოს როგორი უნდა იყოს საჯარო გამოსვლები და პრეზენტაციები
რეგისტრაცია და დამატებითი ინფორმაცია
- მიღება მიმდინარეობს წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე
- კურსი აღჭურვილია როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სამუშაოებით
კურსზე რეგისტრაციისთვის, ან დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
995 593 25 25 08
995 593 000 684
არ გაუშვათ ხელიდან კარიერის წინსვლის ეს შესანიშნავი შესაძლებლობა!
დარეგისტრირდით ახლავე და შეუერთდით ჩვენს წარმატებულ გუნდს!