მენეჯმენტი

0
Lessons
0
Quizzes
0
Modules

მენეჯმენტი

სასწავლო კურსის მიზანია  - სტუდენტებს გააცნოს და შეასწავლოს მენეჯმენტის, როგორც მართვის ხელოვნების მეცნიერული და პრაქტიკული ასპექტები. კურსი მოიცავს მენეჯმენტის ისეთ საკვანძო კონცეფციებს და პრობლემებს, როგორიცაა ორგანიზაციის მართვის ძირითადი პოსტულატები, მენეჯმენტის სკოლების და მენეჯმენტის მოდელების ევოლუცია, მენეჯმნტის კრიტერიუმები, ფუნქციები, მეთოდები,  გაშუქებულია სხვადასხვა ბიზნესის მოდელები და ორგანიზაციის მართვის სტრუქტურები, აგრეთვე მენეჯმენტის მთავარი კაპიტალის - დროის, იმიჯის და ღირსების კოდექსი.

სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში -  სტუდენტი ფლობს შემდეგ ზოგად და დარგობრივ კომპეტენციებს:

•           მენეჯმენტის სფეროში არსებული საკითხების ღრმა ცოდნა; მართვის სფერსოთან დაკავშირებული სხვდასხვა ასპექტების შესახებ გაცნობიერება;

•           მენეჯმენტის სფეროში არსებული ცნებებისა და ტერმინოლოგიის ცოდნა;

•           მენეჯერების საქმიანობის შეფასების სხვადასხვა მეთოდებისა და მიდგომების სიღრმისეული ცოდნა.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი           - სტრატეგიული კომპეტენცია - სტრატეგიული უნარი, რაც უზრუნველყოფს მენეჯმენტისა და მართვის სფეროში არსებულ სხვადასხვა საკითხში თავისუფლად ორიენტაციის შესაძლებლობას;

•           კერძო და საჯარო ორგანიზაციებში მმართველობით პოზიციებზე დასაქმების პირობებში სწავლის პერიოდში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი;

•           მმართველობითი საქმიანობის შეფასებისა და ანალიზის უნარი.

დასკვნის უნარი      - ანალიტიკური უნარ-ჩვევები, რომლებიც სტუდენტს ეხმარება გაიაზროს ორგანიზაციის მენეჯმენტის და მართვის შესახებ არსებული პროფესიული და სამეცნიერო ლიტერატურა; გადაწყვეტილებების მიღებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;

•           მენეჯმენტის და მართვის პროცესში  მიმდინარე და კრიტიკულ სიტუაციებში დასკვნების გაკეთების უნარი;

კომუნიკაციის უნარი - ვერბალური კომუნიკაციისა და მსჯელობის უნარი;

•           პროფესიული (დარგობრივი) ტერმინოლოგიის კომუნიკაციაში, მსჯელობასა და ანალიზში გამოყენების უნარი.

სწავლის უნარი        - სხვადასხვა წყაროებიდან (ბიბლიოთეკები, ინტერნეტი, პირადი კონტაქტები და ა.შ.) ინფორმაციის მოპოვების უნარი.

ღირებულებები - ცოდნის გაღრმავებისადმი სწრაფვა;

•           სფეროდან გამომდინარე საკითხებისადმი დიდი ინტერესი და დარგიის სიახლეების შემეცნებისაკენ სწრაფვა.

კურსის არის როგორც თეორიული,ასევე დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით,დავალებებითა და პრეზენტაციებით.

კურსის განმავლობაში თქვენ შეისწავლით :

  • მენეჯმენტის ცნება და შინაარსი
  • ორგანიზაცია და გარემო
  • სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
  • კომუნიკაციები მენეჯმენტის სისტემაში
  • გადაწყვეტილებათა მიღება
  • სტრატეგიული დაგეგმვა 
  • დელეგირება და უფლებამოსილების ორგანიზაცია
  • ორგანიზაციული სტრუქტურები 
  • მოტივაცია
  • კონტროლი 
  • ხელმძღვანელობა: ძალაუფლება და პირადი გავლენა 
  • კონფლიქტების, ცვლილებების და სტრესის მართვა 


  • საინოვაციო მენეჯმენტი 
  • შრომითი რესურსების მართვა

What You'll Learn