კონდიტერის პროფესიული კურსი

0
Lessons
0
Quizzes
0
Modules

კურსის მიზანია სტუდენტების პროფესიული მომზადება/გადამზადება მათი შემდგომი დასაქმებისათვის. მსმენელები შეისწავლიან თანამედროვე კონდიტერიის პროფესიას, კერძოდ სხვადასხვა სახის საბაზისო ცომების, კრემების და სხვა მასალების მომზადებას, აგრეთვე ფართოდ გავრცელებული საკონდიტრო ნაწარმის მომზადების წესებს, თანამედროვე მანქანა-დანადგარების, ხელსაწყო-იარაღების მოხმარება გამოყენებას, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა,შრომის უსაფრთხოების წესების დაცვით და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს.
კურსი გათვლილია მათთვის,ვისაც სურვილი აქვს პროფესიონალურ დონეზე შეისწავლოს საკონდიტრო საქმე.
კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან შრომის ბაზარზე მოთხოვნად თანამედროვე კონდიტერიას,რაც დღესდღეობით საკმაოდ აქტუალურია.სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ განავითარონ თავიანთი ცუდნა და უნარები.
სწავლის მეთოდები-შემოქმედებითი პროფესია, რომელშიც ერთდროულად მონაწილეობს ლექტორი და სტუდენტი.ლექციის ძირითადი მიზანია შესასწავლი საგნის იდეის გაგება, რაც გულისხმობს გადმოცემული მასალის შემოქმედებით და აქტიურ აღქმას.კურსი შედგება როგორც თეორიული,ასევე პრაქტიკული ნაწილისაგან.
სწავლის შედეგი-სწავლის შედეგად, სტუდენტს შესაძლებლობა ექნება დასაქმდეს სხვადასხვა საკონდიტრო კომპანიაში,შესაბამისად განავითაროს საკუთარი თავი.ასევე შესაძლებლობა ექნებათ, სურვილისამებრ გახსნან საკუთარი საკონდიტრო.
პროგრამა :
დარიჩინის ფუნთუშა
ნიუიორკიული ჩიზ-ქეიქი
ნიუიორკიული ბრაუნი
ტირამისუ
ქუქისი
ტატენის ტარტი
კლასიკური კრემი
ტარტი სეზონური ხილით
პანაკოტა
მაფინი
ფონდანტე
ჩეხური ფახლავა
კრემპატისიერი
შუ-ეკლერი
პარიბრესტი
ბანანა ბრაუნი
მედოკი
ვაშლის შტრუდელი
ლიმონის კრემი
ლიმონის ტარტი
მილფეი
შოკოლადის პუდინგი
სამეფო ბრიოში
იტალიური მერინგი
ბრეტონული ფხვიერი
ბისკვიტი წითელი ხავერდი და სხვა...
კურსის დასრულებისას გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი.წარმატებული მსმენელები დასაქმდებიან.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით.
გაითვალისწინეთ, რომ მოსწავლეების რაოდენობა შეზღუდულია.

 

What You'll Learn