კარიერული განვითარება

0
Lessons
0
Quizzes
0
Modules

კურსის მიზანია განავითაროს პერსონალური კარიერული მართვის კომპეტენციები,გაზარდოს სტუდენტის დასაქმების შესაძლებლობა და კარიერული წარმატება.

კურსი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა  კარიერის დაგეგმვა,განვითარება და მართვა;

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თვით-შეფასების პროცესს და თვით-შეფასების მეთოდებს:ხასიათის, ინტერესების, უნარების, ღირებულებების, ემოციური ინტელექტი და მოტივაციის განმსაზღვრელ ტესტებს.თვით-შეფასების შედეგების და სტუდენტთა მიერ მათი კარიერული შესაძლებლობების შესახებ კვლევის საფუძველზე, რომელიც ასევე მოიცავს დაფარულ სამუშაო ბაზარს,სტუდენტები შეიმუშავებენ გამართულ კარიერულ ხედვას. ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება ენიჭება სამუშაოს აქტიურ ძიების პროცესს - ეფექტური CV-ის, სამოტივაციო წერილის შედგენას,სამუშაო გასაუბრებისთვის მომზადებას,გასაუბრების ტექნიკას;

სტუდენტები ეცნობიან ძლიერი პერსონალური ბრენდის შექმნის და მართვის ტექნიკებს; წარმატებულად დასაქმების შემდეგ, სტუდენტები ასევე ეცნობიან სამუშაო ადგილზე მოქცვის წესებს და უწყვეტი სწავლის/მუდმივად განვითარების მეთოდებს;

კურსი ასევე შეეხება სამუშაოსა და პირადი ცხოვრების დაბალანსების და პირადი რესურსების მართვის საკითხებს.

სწავლის მეთოდები :

•             პრეზენტაცია / ანალიზი / ელექტრონული რესურსით სწავლება

სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში სტუდენტი ფლობს შემდეგ ზოგად და დარგობრივ კომპეტენციებს:

•             თანამედროვე კარიერის მოდელები და მათი მართვის სტრატეგიები;

•             თვით-შეფასების მეთოდები;

•             დასაქმებადობის უნარების განვითარების სტრატეგია;

•             უწყვეტი სწავლის/მუდმივად განვითარების სტრატეგია.

•             ეფექტური სწავლის, კომუნიკაციის და თვით-რეალიზების დაგეგმვა;

•             კარიერის მართვის სტრატეგიების განხორციელება;

•             თვით-განვითარების მეთოდების გამოყენება;

•             დასაქმებადობის უნარების განვითარება.

•             ანალიტიკური უნარ-ჩვევები, რომლებიც სტუდენტს ეხმარება გაიაზროს კარიერის მართვასთან დაკავშირებული პროფესიული და სამეცნიერო ლიტერატურა;

გადაწყვეტილებების მიღებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;

•             დასაქმების ბაზრის და დასაქმების პრაქტიკის შესახებ დასკვნების გაკეთების უნარი;

•             კონფლიქტის ეფექტური გადაჭრის და მოლაპარაკების უნარი.

•             გარშემომყოფებისთვის საკუთარი თავის, როგორც ძლიერ ბრენდად მიწოდების უნარი;

•             ვერბალური კომუნიკაციისა და მსჯელობის უნარი;

•             პროფესიული (დარგობრივი) ტერმინოლოგიის კომუნიკაციაში, პრეზენტაციაში, მსჯელობასა და ანალიზში გამოყენების უნარი;

•             პრეზენტაციის უნარ-ჩვევა.

•             სხვადასხვა საინფორმაციო წყაროს (ბიბლიოთეკა, ინტერნეტი, და ა. შ.) გამოყენებით ინფორმაციის მოპოვების უნარი;

•             ინფორმაციის გადამუშავების და აღმოჩენების გაკეთების უნარი;

•             სწავლის სამომავლო საჭიროებების განსაზღვრის უნარი.

•             წარმატებული კარიერის და სოციალური პასუხისმგებლობის საშუალებით ქვეყნის და გლობალური ეკონომიკის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანის მნიშვნელობის გააზრება;

•             კარიერის მართვასა და სოციალურ ფსიქოლოგიაში ცოდნის გაღრმავებისა და გამოცდილების მიღებისადმი სწრაფვა;

კურსის განმავლობაში სტუდენტი შეისწავლის:

რას ნიშნავს კარიერა ცვალებად სამყაროში; თანამედროვე კარიერული კონცეფცია და მისი ძირითადი მოდელები

 თვით-შეფასება და მისი როლი კარიერის განვითარების პროცესში

 კარიერული შესაძლებლობების კვლევა და შესწავლა; დაფარული შრომითი ბაზარი

 კარიერის არჩევანის კვლევის შედეგების პრეზენტაცია

 კარიერული ხედვა; კარიერული ხედვის რამოდენიმე მოდელის გამოყენებით საკუთარი კარიერული ხედვის წერილობითი ფორმით ჩამოყალიბება.

 კარიერული გაადაწყვეტილების მიღება; კარიერული გადაწყვეტილების მიღების პროცესი და მისი მართვა

კარიერის დაგეგმვა

 პერსონალური ბრენდის შექმნა

 კურსდამთავრებულთა დასაქმება და რას ითხოვენ დამსაქმებლები

 სააპლიკაციო დოკუმენტები

 სამუშაო გასაუბრება

 პერსონალური რესურსების მართვა

 იყო წარმატებული სამსახურში

 კარიერული ცვლილებების მართვა

What You'll Learn