ვიზაჟის შემსწავლელი პროფესიული კურსი

0
Lessons
0
Quizzes
0
Modules

პროფესიონალური ვიზაჟის შემსწავლელი კურსი
მიმდინარეობს მსმენელთა რეგისტრაცია,კურსი განკუთვნილია:ნებისმიერი მსურველისთვის,როგორც სალონში მომუშავე პერსონალისთვის,ასევე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
კურსის განმავლობაში მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან:
პროფესიონალური კოსმეტიკით ;
ფუნჯებით ;
მეთოდური მასალებით ;
მოდელებით.

პროგრამის შინაარსი:
1.სამუშაო ადგილის ორგანიზაცია და აღჭურვა.მომხმარებელთან ურთიერთობი ფსიქოლოგია.სანიტარიისა და ჰიგიენის მოთხოვნები და წესები.
2.მაკიაჟისთვის აუცილებელი პროდუქტებისა და მეთოდური ინსტრუმენტების მიმოხილვა.
3.სახის კანის ტიპები.სახის მომზადება მაკიაჟისთვის;(დემაკიაჟი;ტონირება;დატენიანება)
4.სახის ფორმები,სახის ნაკვთების მოდელირება(ფორმების გამოყვანა და კორექცია)
5.წარბის სიმეტრია;ხელოვნური წამწამები(შერჩევა და გამოყენება)
6.ფერებზე მუშაობა-იტენის თეორიის მიხედვით.
7.მაკიაჟის სახეობები:
დღის და საღამოს მაკიაჟი;კლასიკური მაკიაჟი;Nude make up;ფერადი მაკიაჟი;საქორწილო მაკიაჟი-დეკოლტეს დამუშავება;ასაკობრივი მაკიაჟი;სატელევიზიო მაკიაჟი;ფოტო-ვიდეო/გადაღების მაკიაჟი.
პროგრამა მოიცავს:
1.თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს;
2.მასტერკლასებს;
3.კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს ეცოდინება:სამუშაო ადგილის ორგანიზება,აღჭურვა,სანიტარული ნორმების დაცვა,მომხმარებელთან ურთიერთობა,კონსულტაციის გაწევა,მათთვის შესაფერისი მაკიაჟის შერჩევა ინდივიდუალურად.თმის,კანის,თვალის ფერისა და ასაკის შესაბამისად,მაკიაჟის დანიშნულების გათვალისწინებით.

აკადემია უზრუნველყოფს მსმენელს:
1.სახარჯი მასალით;
2.საუკეთესო პროფესიული და დეკორატიული კოსმეტიკის ფართო ასორტიმენტით,იმისთვის,რომ მოსწავლეს ჰქონდეს არჩევნის საშუალება.

კურსის დასასრულს მსმენელებს ტესტირების შედეგად გადაეცემათ ორენოვანი სერთიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი დასაქმებისთვის.

What You'll Learn