ფლორისტიკის შემსწავლელი კურსი

0
Lessons
0
Quizzes
0
Modules

კურსის დასახელება-ფლორისტიკის შემსწავლელი კურსი

დღესდღეობით ფლორისტ-დიზაინერი  საკმაოდ  მოთხოვნადი პროფესიაა.დღესასწაული, საზეიმო ღონისძიება თუ იუბილე წარმოუდგენელია ყვავილებისა და თაიგულების გარეშე. სწორედ მათი მეშვეობით შესაძლებელია ნებისმიერი ზეიმის, ღონისძიებისა თუ მნიშვნელოვანი შეხვედრების ორიგინალური მორთვა.

დღეისათვის ყვავილების მეშვეობით დეკორირება წარმოადგენს დამოუკიდებელ დიზაინერულ მიმართულებას, გამოყენებითი ხელოვნების სახეობას, ამავდროულად საინტერესო და შემოქმედებით, რაც მთავარია მოთხოვნად პროფესიას. დიზაინის ამ მიმართულებას - უწოდებენ ფლორისტიკას, ხოლო ადამიანებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან პროფესიულად ყვავილების თაიგულების კომპოზიციების შედგენით და ზეიმების აქსესუარების მორთვით - ფლორისტებს.

ამიტომაც,ბი დი სი აკადემია გთავაზობთ ფლორისტიკის შემსწავლელ კურსს.

პროგრამის მიზანია კვალიფიციური ფლორისტის შეთავაზება შრომის ბაზრისთვის, რომელიც შეძლებს მცენარეთა მხატვრული არანჟირებით შექმნას ფლორისტული კომპოზიციები და თემატური გაფორმებები. ამასთანავე, საჭირო კომპეტენციებით აღჭურვილმა თავისი პროფესიული ამოცანებისა და მოვალეობების შესრულებისას მხატვრულად გააფორმოს ექსტერიერი და ინტერიერი სხვადასხვა მასალითა და სპეციალური მეთოდების გამოყენებით.

ჩვენთან თქვენ შეძლებთ გამოავლინოთ საკუთარი შემოქმედებითი ნიჭი, უნარი და აითვისოთ ფლორისტ-დიზაინერის სპეციალობა. 

კურსი მოიცავს :

 •  თეორიულ ნაწილს;

•  პრაქტიკულ მეცადინეობებს;

•  მასტერ-კლასებს;

•  სხვა და სხვა სახის ვებინარებსა და სემინარებს. 

მსმენელებს განუმარტავენ რას წარმოადგენს ფლორისტიკა, სტილი, თაიგული, დიზაინის ელემენტები და პრინციპები, აგრეთვა წესებს, რომლებითაც ხელმძღვანელობენ ფლორისტიკულ ხელოვნებაში კომპოზიციების შედგენის დროს. ამიტომ კურსის პროგრამაში შეტანილია ფერისა და პროპორციების ჰარმონიული შეთავსების ძირითადი მიდგომები, არანჟირების საფუძვლები, მოჭრილი მცენარეების მოვლის წესები და სამუშაო ინსტრუმენტების გამოყენების ტექნიკა. 

კურსის უმეტეს ნაწილს წარმოადგენს პრაქტიკული მეცადინეობა, რომლის დროს მსმენელები: 

•  მუშაობენ სხვა და სხვა ბუნებრივ მასალებთან (ცოცხალი ყვავილები, ხმელი მცენარეები და ა.შ.)

•  ადგენენ განსხვავებულ კომპოზიციებს (მაგიდაზე დასადგმელს, იატაკზე დასადებს, კედელზე ჩამოსაკიდებელს და ა.შ.)

•  არჩევენ ან ამზადებენ მოსალოც ბარათებს; 

•  ეუფლებიან საჩუქრებისა და თაიგულები დეკორაციულ შეფუთვას. 

სწავლების ძირითადი მიმართულებები  :

•  სადღესასწაულო ფლორისტიკა (ზეიმების, დღესასწაულების, სადილების, ფურშტების, გასვლითი ცერემონიების და ა.შ. გაფორმება); 

•  საქორწილო ფლორისტიკა (მაგალითად, მაგიდების, სამოსის, საქორწილო დარბაზის და ა.შ. გაფორმება).

•  ინტერიერული ფლორისტიკა და ფიტოდიზაინი (ინტერიერების, ვიტრინების, გაფორმება, კოლაჟების შექმნა და ა.შ.);   

•  თაიგული და კომპოზიცია, ყვავილთა ეტიკეტი;   

•  სეზონური ფლორისტიკა (მაღაზიებს, ოფისების, სილამაზის სალონების წელიწადის დროის, სეზონის გათვალისწინებით). 

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორ ენოვანი სერტიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი.

ფლორისტიკაში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი შესაძლოა დასაქმდეს ფლორისტულ სალონში, ივენთკომპანიაში, ყვავილების მაღაზიაში, სხვადასხვა ტიპის დაწესებულებაში (სასტუმრო,რესტორანი და სხვა). შესაძლებელია თვითდასაქმებაც, კერძო პროფესიული პრაქტიკის განხორციელების გზით.

What You'll Learn