ფარმაცია

კურსის შესახებ

ფარმაციის  მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამა

ფარმაციის შემსწავლელ ტრენინგ–კურსი გათვლილია    ნებისმიერი მსურველისთვის .

პროგრამის მიზანია მსმენელთა მომზადება-გადამზადება, რის შემდეგაც ისინი შეძლებენ ფარმაცევტული და პარაფარმაცევტული
პროდუქციის მიღება – განთავსებას, აღწერას, პარაფარმაცევტული პროდუქციის გაცემის პროცესში მონაწილეობას, ნაშთების
პერიოდულ კონტროლს, მცირე შეფუთვებად მზა წამლის ფორმის დაფასოებას და მომხმარებელთან კომუნიკაციას.
▪ პროდუქციის ვიზუალურად შემოწმებას, იგივეობის, სასაქონლო ნიშნებისა და რაოდენობის დადგენას, ორიგინალური
შეფუთვის მცირე შეფუთვებად დაფასოება–მარკირებას;
▪ მომხმარებელთან და თანამშრომლებთან ურთიერთობისას ფარმაცევტული ეთიკის და დეონტოლოგიის პრინციპების
გათვალისწინებას;
▪ მომხმარებლისათვის სასურველი პროდუქციის (ბავშვთა კვების, მოვლის და ჰიგიენის საგნები, სამკურნალო და
დეკორატიული პროდუქცია, მოვლის და ჰიგიენის საგნები) შეგროვება–დათვალიერებას, კონსულტაციის გაწევას
პარაფარმაცევტული პროდუქციის მიღების, გამოყენებისა და შენახვის პირობების შესახებ;
▪ ანგარიშის მომზადება–ჩაბარებას პროდუქციის მიღებისას, ნაშთის პერიოდულ შემოწმებას, ექსტემპორალური წამლის
ფორმების მომზადებას, მცირე შეფუთვებად წამლის ფორმების დაფასოებას;
▪ ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების დაცვას;
▪ მომხმარებელთან ურთიერთობასა და კომუნიკაციას.

ტრენინგები მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კურსს.

გათვალისწინებულია ისეთი მსმენელებისთვის, რომელთა მიზანია იმუშაოს ან მუშაობს ფარმაცევტად და სურს პროფესიული დონის ამაღლება.

თეორიული კურსის ხანგრძლივობა შეადგენს  3 დან  9 თვეს. თეორიული კურსისი გავლის შემდეგ  მსმენლები გაივლიან ტესტირებას, რის საფუძველზეც აიღებენ ორენოვან სერთიფიკატს, პრაქტიკის ცნობას და სარეკომენდაციო წერილს დასაქმებისთვის.  მიუხედავად მათი ტესტირების შედეგებისა გაივლიან სტაჟირებას სხვადასხვა  აფთიაქებში , წარმატებული მსმენელბი დასაქმდებიან.

პროგრამის მიზანი-

შრომის  ბაზარზე  კონკურენტუნარიანი  სპეციალისტების მომზადება, რომელთაც ექნებათ სისტემური ცოდნა ფარმაციაში დინამიკურად ცვლად გარემოში მუშაობისა და ორგანიზატორის უნარჩვევები, რათა შეძლონ დარგის სპეციალისტებზე ყოველდღიურად მზარდი მოთხოვნებისადმი ფეხის აწყობა. მოცემული მიზნის მისაღწევად აკადემიის აკადემიური პერსონალი თავის პოტენციალით და შემადგენლობით უზრუნველყოფს დასახული მიზნის წარმატებით შესრულებას.

კურსი მოიცავს;

  1. ზოგადი ფარმაკოლოგია.
  2. ვიტამინები.
  3. თ/ტ მეტაბოლიზმზე მოქმედი პრეპარატები–– ნოოტროპული საშუალებები.
  4. ანტიჰისტამინური პრეპარატები.
  5. ხველების საწინააღმდეგო საშუალებები.
  6. ჰიპოფიზის ჰორმონები.
  7. ესტროგენული პრეპარატები.
  8. ჰიპოგლიკემიური პრეპარატები.
  9. ვაზოდილატატორები–ანტიანგინალური პრეპარატები.
  10. ანტიაგრეგანტები ანტიკუაგულანტები.
  11. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების პრეპარატები.
  12. საჭმლის მომნელებელი სისტემა.
  13. ანემია.
  14. გულის დაავადებები.საგულე გლუკოზიდები.
  15. ანტიარითმიული პრეპარატები.
  16. გლუკოკორტიკოიდები (სტეროიდები)
  17. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები.
  18. ამინოგლიკოზიდები.
  19. პენიცილინის ჯგუფის სულფანილამიდები.
  20. ანტიპროტოზოული პრეპარატები.ანტიმიკოზური საშუალებები.
  21. ანტიჰელმითური საშუალებები.
  22. ჰიპოთენზიური საშუალებები.
  23. ფსიქოტროპული საშუალებები.
  24. ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები.პარკინსონიზმის საწინააღმდეგო საშუალებები.
  25. თვალის დაავადებები.სამკურნალო პრეპარატები
  26. ფაგებით მკურნალობა.საოჯახო აფთიაქი.
  27. კლიენტებთან ურთიერთობა– შეთავაზება,მომსახურების მოკლე კურსი.

ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარი რეგისტრაცისი საფუძველზე.

კურსზე რეგისტრაცია

(შეავსე ქვემოთ მოთხოვნილი ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით)

Start Course