ტრეინინგი აფთიაქის მენეჯერთათვის
კურსის შესახებ
ჯანდაცვის პოლოტიკა და მენეჯმენტის შემსწავლელ კურსზე მიმდინარეობს მიღება კურსი განკუთვნილია ჯანდაცვით ორგანიზაციებში (ამბულატორია, საავადმყოფო, სტომატოლოგიური კლინიკა და ა.შ.) ხელმძღვანელ პოზიციებზე მომუშავე ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის: კლინიკური მენეჯერი, განყოფილების ხელმძღვანელი და სხვა. კურსი მოიცავს ; • ჯანდაცვის პოლიტიკა, ჯანდაცვის სისტემის მიზნები და ფუნქციები;
• ჯანდაცვის დაფინანსება, სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მეთოდები;
• სამედიცინო მომსახურების ორგანიზაცია, პირველადი ჯანდაცვა, ჰოსპიტალური სამედიცინო მომსახურება, შინმოვლის სერვისები, პალიატიური ზრუნვა;
• ჯანდაცვის ეკონომიკა, სამედიცინო ბაზრის თავისებურებები;
• ჯანდაცვის მენეჯმენტი - ძირითადი პრინციპები;
• ადამიანური რესურსების მართვა;
• ჯანდაცვის მარკეტინგი;
• სამედიცინო მომსახურების სფეროს მონაწილეთა (პაციენტი, სასწრაფო სამედიცინო დახმარება,სამედიცინო დაწესებულება, სახელმწიფო, სადაზღვევო კომპანია) უფლება-მოვალეობები და მათი ურთიერთობის სამართლებრივი რეგულირება;
• კლინიკის აფთიაქის მართვის თავისებურებები, აფთიაქის სახელმძღვანელო კანონები, მიკვლევადობა და აფთიაქის მართვის სისტემაში გამოყენებული კომპიუტერული პროგრამის ძირითადი პრინციპები, აფთიაქის ზოგიერთი დოკუმენტაციის ფორმატები კლინიკასა და აფთიაქს შორის წამლის მიმოქცევასთან დაკავშირებით;
• სამედიცინო მომსახურების ხარისხი - ინდიკატორები და გაზომვის მეთოდები;
• კლინიკური აუდიტის სქემა, სამედიცინო დაწესებულების კრიტიკული შემთხვევების მართვა, რისკის მენეჯმენტი;
• ინფექციის კონტროლი სამედიცინო დაწესებულებებში; მარეგულირებელი კანონმდებლობა; ნოზოკომიური ინფექციების გამოვლენა, აღრიცხვა, ანგარიშგება; ხელის ჰიგიენა, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები; სამედიცინო ნარჩენების მართვა; სამედიცინო საგნების და აღჭურვილობის დეზინფექცია-სტერილიზაცია;
• ჯანდაცვის მართვის ელექტრონული ინფორმაციული სისტემები, სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება და მართვა;
• საექთნო საქმე;
• ქეისების განხილვა;
• ინდივიდუალური პროექტის მომზადება. სწავლების მეთოდები ლექციები, სემინარები, დისკუსია, სიტუაციური ამოცანების განხილვა, კრიტიკული ანალიზი, პროექტზე მუშაობა, პრეზენტაციები. შეფასების კრიტერიუმები: დასწრება, დავალებები, წერითი გამოკითხვა, ინდივიდუალური პროექტის მომზადება. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები შეძლებენ:
• ჯანდაცვაში არსებული მოთხოვნებისა და პრობლემების პროფესიონალურ დონეზე გააზრებას;
• სწორი მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებას პრობლემების კვლევის საფუძველზე;
• პაციენტზე ორიენტირებული ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდების შესაძლებლობების შექმნას. ხანგრძლივობა 2 თვე.