საჯარო მმართველობა

კურსის დასახელება-საჯარო მმართველობა

კურსზე დაშვების წინაპირობა-კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს

კურსის მიზანი-კურსის მიზანია თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით აღჭურვილი, მაღალი ეთიკური სტანდარტების მქონე პროფესიონალი საჯარო მოხელეების აღზრდა,მათი სწავლება და განვითარება,რომლებსაც ექნებათ მრავალპროფილური და სიღრმისეული ცოდნა საჯარო მმართველობის სფეროში.

კურსი მოიაზრებს ახალი საჯარო ლიდერების გამოვლენასა და წარმოჩენას, რომლებსაც ღია მმართველობის პრინციპებზე დაყრდნობით და ახალი ხედვებისა თუ ტრანსფორმაციული ცვლილებების გზით შეეძლებათ წვლილი შეიტანონ საქართველოს საჯარო მმართველობის არსებული სისტემის გაუმჯობესების პროცესში.

პროგრამის მიზანია მისცეს სტუდენტებს თანამედროვე ცოდნა და სათანადო კვალიფიკაცია სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის ფუნქციონირების სფეროში.ამ ყველაფერში კი სწორედ ეს კურსი დაეხმარება

საჯარო ადმინისტრირების კურსი მიზნად ისახავს კურსდამთავრებულებს მისცეს მრავალმხრივი და სიღრმისეული ცოდნა საჯარო ადმინისტრირების მენეჯერულ, და სამართლებრივ კონტექსტში, ჩამოუყალიბოს კრიტიკული აზროვნების,კრეატიული ხედვის უნარი, უზრუნველყოს მაქსიმალური შესაძლებლობებისა და ლიდერობის პოტენციალის გამოვლენა, რაც ხელს შეუწყობს როგორც კურსდამთავრებულის დასაქმებასა და კარიერულ წინსვლას, ასევე ქვეყანაში არსებული საჯარო მმართველობითი პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას.

კურსის განმავლობაში სტუდენტი შეისწავლის სხვადასხვა წამყვან და აქტიურ პროგრამებს,როგორიცაა :

  • მენეჯმენტის საფუძვლები
  • მენეჯმენტის პრინციპები
  • ოფის-მენეჯმენტი და ადმინისტრირება
  • ბიზნესის ადმინისტირება
  • ბიზნეს ურთიერთობები
  • პროექტის მენეჯმენტი
  • PR მენეჯმენტი ( საზოგადოებასთან ურთიერთობა )
  • HR მენეჯმენტი ( ადმიანური რესურსების მართვა )
  • გაყიდვების მენეჯმენტი
  • ივენთ მენეჯმენტი
  • ონლაინ მარკეტინგი
  • მარკეტინგის საფუძვლები
  • საერთაშორისო მარკეტინგი
  • სერვის მარკეტინგი
  • ბრენდის მარკეტინგ მენეჯმენტი
  • საქმიანი ურთიერთობების კულტურა
  • კომუნიკაციები მენეჯმენტის სისტემაში
  • კარიერული განვითარება
  • პიროვნული განვითარება
  • პროფესიული ორიენტაცია
  • საკუთარი ბიზნესის დაწყება და მართვა
  • საჯარო გამოსვლები
  • საჯარო სამსახური და საჯარო მოხელეები
  • საერთაშორისო ბიზნესის არსი და ზოგადი დახასიათება

 

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები კურსის განმავლობაში :

  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • გუნდური მუშაობა
  • დემონსტირების მეთოდი
  • დისკუსიები/დებატები
  • ინტერაქტიული ლექციები
  • კრიტიკული ანალიზი
  • ლექცია-სემინარები
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება
  • სიახლეთა გარჩევა
  • ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი
  • წერითი მუშაობის მეთოდი

 

აქედან გამომდინარე,პროგრამა შესაძლებლობას აძლევს სტუდენტს განავითაროს სოციალურ, ეთიკურ და მორალურ ფასეულობათა პატივისცემა, გადაწყვეტილების მიღების და კომუნიკაციის უნარები,  პროფესიული კარიერისათვის აუცილებელი ცოდნა და უნარ-ჩვევები.

კურსის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულთა დასაქმების ყველაზე რელევანტურ სფეროდ სახელმწიფო სექტორი მოიაზრება.კურსის განმავლობაში სტუდენტი ყურადღებას ამახვილებს მართვის ისეთ უნივერსალურ საკითხებზე, როგორიცაა მენეჯმენტი, ორგანიზაციული ქცევა, პროექტის მენეჯმენტი, ბიუჯეტირება და სხვა.

პროგრამის კურსდამთავრებულების დასაქმების არეალად მოიაზრება არამხოლოდ საჯარო და არასამთავრობო სექტორი, არამედ  საერთაშორისო ორგანიზაციები თუ  კერძო კომპანიები.

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი.რეგისტრაციის მსურველები დაგვიკავშირდით

Start Course