სასწავლო კურსი-საარბიტრაჟო სამართალში
სასწავლო კურსის მიზანია მსმენელს:
• შესძინოს სიღმისეული ცოდნა საარბიტრაჟო სამართლის, არბიტრაჟის შესახებ.
• შეძლოს საარბიტრაჟო დოკუმენტაციის შედგენა, წარმოება, წარმომადგენლობა არბიტრაჟში.
ცოდნა:
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მსმენელი შეიძენს სიღრმისეულ ცოდნას არბიტრაჟის ცნების, სისტემის, ძირითადი პრინციპების, საარბიტრაჟო საქმისწარმოების შესახებ.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება:
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს:
• საარბიტრაჟო სამართლის საკითხებზე სამართლებრივად სწორი და დასაბუთებული სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღებას, საარბიტრაჟო დოკუმენტაციის შედგენას, წარმომადგენლობას არბიტრაჟში.
• საარბიტრაჟო დოკუმენტების (საარბიტრაჟო შეთანხმების, საარბიტრაჟო დათქმის, საარბიტრაჟო სარჩელის, განცხადების, საჩივრის, არბიტრაჟის გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების და ა. შ.) შედგენას.
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები:
აღნიშნული სასწავლო კურსის შესასწავლად გამოყენებული იქნება სხვადასხვა მეთოდი. მასალის ვერბალურად გადაცემის გარდა, ლექციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახსნა-განმარტების მეთოდს, რაც გულისხმობს კონკრეტული საკითხის ირგვლივ მსჯელობას. მასალის გადმოცემისას მოყვანილი ინება კონკრეტული მაგალითი (კაზუსი), რომლის დაწვრილებითი განხილვაც მოხდება მოცემული თემის ფარგლებში. საკანონმდებლო და იურიდიულ ლიტერატურასთან ერთად გამოყენებული და განხილული იქნება კონკრეტული არბიტრაჟის გადაწყვეტილებები, სასამართლო განჩინებები.