სასტუმროების მენეჯმენტი

0
Lessons
0
Quizzes
0
Modules

კურსის შესახებ

ქართული სასტუმროების მომსახურე პერსონალის გადამზადება სასტუმროს მენეჯმენტის საერთაშორისო მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისად, ასევე სასტუმროში დასაქმების მსურველების სრული თეორიული და პრაქტიკული მომზადება.

კურსის მიზანია:

სასტუმროს მენეჯმენტის ეფექტურად ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას, „ბაზარზე“ არსებულ კონკურენტულ გარემოსა და საერთაშორისო გამოწვევებს, მიმდინარე საკითხების გათვალისწინება იძლევა საშუალებას სწორედ დაიგეგმოს სასტუმროს სამოქმედო გეგმები წარმოების მომსახურეობის ეფექტურობის მუდმივი ამაღლებისთვის.

სასტუმროს მენეჯმენტის კურსი მოიცავს:

სტუმართ მომსახურების ინდუსტრიის შესავალი და თანამედროვე სასტუმროს შესახებ.
სასტუმრო მეურნეობის საკანონმდებლო საფუძვლები: სასტუმრო კონტრაქტები,სასტუმროსა და ტურ სააგენტოს შორის ურთიერთობათა კოდექსი, საერთაშორისო სასტუმრო წესები.
მარკეტინგი: ბაზრის სეგმენტაცია, მარკეტინგის სტრატეგიები და ტექნოლოგიები, მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა სასტუმროს საქიანობას.
სასტუმრო ბიზნესის ორგანიზაციული მოდელები, ფრანჩაიზინგის სისტემა, განთავსების საშუალებათა და სასტუმროთა არსებული კლასიფიკაცია, ტიპოლოგია, ნომრების ფონდი, სტანდარტიზაცია და ხარისხის მართვის სისტემა.
პერსონალი და მისი მართვის ფუნქციები და ყველა ძირითადი სამსახური.
სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები და სათავსების მოვლა-პატრონობის საკითხი, აგრეთვე, თეთრეულის მეურნეობის მოვლა-პატრონობა და სანიტარულ-ტექნიკურ დანადგარები.
პერსონალის მართვა, განათლების სისტემა, კონფლიქტების მართვა, მოტივაციის სისტემა და “ფეხისქირა”.
შიდა საორგანიზაციო ნორმატიული დოკუმენტები, თანამდებობროვი ინსტრუქციები, სასტუმროს მუშაკთა ფუნქციური მოვალეობები.
აღრიცხვა და სასტუმროს კომპიუტერიზაცია, ინტერნეტ ჯავშნის სისტემები
სტრატეგიული თამაშები.

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელი შესაძლებლობა ეძლევა სტაჯირება გაიაროს რესტორან ძველ მეტეხში

მიღება მიმიდნარეობს წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე. თქვენ გეძლევათ დასაქმების რეალური შესაძლებლობა.

What You'll Learn