პროფესიული ორიენტაცია, საკუთარი ბიზნესის დაწყება და მართვა

0
Lessons
0
Quizzes
0
Modules

პროგრამის დასახელება-პროფესიული ორიენტაცია, საკუთარი ბიზნესის დაწყება და მართვ

ტრენინგის კურსის მიზანი და შედეგები - კურსი შედგება ორი მოდულისაგან.

I მოდულია - „პროფესიული ორიენტაცია“.

I მოდულის მიზანია მსმენელებმა ისწავლონ, თუ როგორ აღმოაჩინონ და პრაქტიკაში გამოავლინონ საკუთარი ძლიერი მხარეები, როგორ დაგეგმონ საკუთარი კარიერა, როგორ სრულყონ ის უნარ-ჩვევები, რომელიც მათ დამსაქმებლის წინაშე წარსადგენად სჭირდებათ.

ადამიანის უნარ-ჩვევები, ინტერესები, ხასიათის თავისებურებანი და პიროვნული ღირებულებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კარიერის ჩამოყალიბებაში. პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას პროფესიის არჩევისას - არის თვითშეფასება. საკუთარი თავის შეცნობა დაეხმარებათ გაერკვნენ თუ როგორ განავითარონ კარიერა.

კურსის გავლის შედეგად მსმენელები შეისწავლიან საკუთარი ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეფასებას. ასევე, თუ როგორ შეუსაბამონ საკუთარი შესაძლებლობები კარიერულ მოთხოვნებს.

შეძლებენ გაიაზრონ, თუ რა ეფექტს ახდენს მათ კარიერულ შესაძლებლობებზე მოტივაცია, თვითდაჯერებულობა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესწავლა.

 ასევე, თუ როგორ მოახდინონ საკუთარი თავის პრეზენტაცია დამსაქმებლის წინაშე, როგორ მოიძიონ სასურველი სამსახური, დაამყარონ კავშირები, შეძლებენ შრომის ბაზრის შესახებ ინფორმაციის მოძიებას.

II მოდულია - „საკუთარი ბიზნესის დაწყება და მართვა“.

II მოდულის მიზანია მსმენელებისათვის თეორიული ცოდნის გადაცემა ბიზნესის დაწყებისა და მართვის სფეროში და ისეთი პრაქტიკული უნარების განვითარება, რომელთა მეშვეობითაც ისინი შეძლებენ შეარჩიონ ბიზნეს-იდეა და ბიზნესის სახეობა, შეადგინონ ბიზნეს-გეგმა, გაიაზრონ მცირე ბიზნესის მართვისა და მარკეტინგის პრინციპები, ისწავლონ ფინანსების მოძიების გზები, შექმნან საკუთარი სამეწარმეო ორგანიზაცია და უხელმძღვანელონ მის საქმიანობას.

კურსი აგებულია თანამედროვე დასავლური სასწავლო მეთოდოლოგიების საფუძველზე.

საბაზრო ეკონომიკის პირობებში საქართველოს წინსვლა მოითხოვს ბიზნეს-პროცესებში ადამიანთა მასობრივ ჩაბმას და მათ მიერ საქმის კეთების შესწავლას, რასაც ტრენინგი ემსახურება.

კურსის გავლის შედეგად მსმენელები შეძლებენ:

· პრაქტიკული ორიენტაციის კუთხით გაიაზრონ ბიზნესისა და მენეჯმენტის თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუძვლები;

· შეარჩიონ ბიზნეს-იდეა და ბიზნესის სახეობა;

· შეადგინონ ბიზნეს-გეგმა;

· გაიაზრონ მცირე ბიზნესის მართვისა და მარკეტინგის პრინციპები;

· ისწავლონ ფინანსების მოძიების გზები;

· შექმნან საკუთარი სამეწარმეო ორგანიზაცია და უხელმძღვანელონ მის საქმიანობას;

· დაეუფლონ მენეჯმენტის ტერმინოლოგიას (ქართულ და ინგლისურ ენაზე)

What You'll Learn