ოპერატორის კურსი

0
Lessons
0
Quizzes
0
Modules

კურსის შესახებ

მოლარე ოპერატორი სტაჟირებით.

მსმენელს  ეძლევა შესაძლებლობა  შეისწავლოს საბანკო საქმე  და მოლარე ოპერატორის კურსი , მიიღოს გამოცდილება და გახდეს საბანკო საქმის კვალიფიციური  სპეციალისტი.

ტრეინინგ–პროგრამა განკუთვნილია მათთვის ვისაც სურს დასაქმდეს ან გაიუმჯობესოს პოზიცია ბანკში ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ,

საბანკო საქმის კურსი გათვალისწინებულია სტუდენტებისთვის, მაგისტრანტებისთვის და ეკონიმიკურ და ბიზნეს განათლების მქონე პირთათვის. კურსი გაძლევთ საშუალებას აიმაღლოთ კვალიფიკაცია საბაკო-საფინანსო სფეროში. წარმატებული მსმენელებს ექნებათ დასაქმების  რეალური შესაძლებლობა .( რაც საიტზე განთავსებულ გალერეაშიც შეგიძლიათ იხილოთ)

კურსი მოიცავს.

  1. ბანკის დაარსების პროცედურა, ბანკების სამართლებრივი რეგულირება, კანონმდებოლობა, რომელიც არეგულირებს კომერციული ბანკების საქმიანობას. 
  2. ცენტრალური ბანკი, ცენტრალური ბანკის ძირითადი ფუნქციები, 
  3. ცენტრალური ბანკის პოლიტიკა და ფინანსური ინსტრუმენტები; 
  4. კომერციული ბანკი: კომრციული ბანკების ძირითადი ფუნქციები, სახეობები. 
  5. კომერციული ბანკების სამართებლივი ფორმა, ორგანიზაციული სტრუქურა.
  6. ბანკის მომხმარებლები: იურიდიული და ფიზიკური პირები. 
  7. საბანკო პროდუქტები, ანაბრები …
  8. პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორების ლოკალური და საერთაშორისო სისტემები; 
  9. საბანკო მომსახურეობა: საკრედიტო და საოპერაციო მომსახურეობა; 
  10. იპოთეკური, ავტო, სამომხმარებლო და ბიზნეს სესხები,
  11. სადეპოზიტო და საკასო მომსახურეობა. 
  12. კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულება. 
  13. ბანკების მმართველობა, მენეჯმენტი. შესაძლო დანაკარგების რეზერვის შექმნისა და გამოყენების წესი 
  14. საბანკო მარკეტინგი. 
  15. კომერციული ბანკის შეფასების ძირითადი კრიტერუმები; 
  16. ბანკის ბალანსი: აქტივები, პასივები, ბალანსის ანალიზი და კოეფიციენტები.
  17. საქართველოში მოქმედი ბანკების ფინასნური ანგარიშგების ანალიზი. 
  18. ბანკების შემოწმების ერთიანი სარეიტინგო სისტემა.
  19. ბანკის ლიკვიდურობა
  20. საბანკო აუდიტის საფუძვლები; საერთაშორისო აუდიტორული კომპანიები; 
  21.  აუდიტის დაგეგმვის ზოგადი პრინციპები;
  22. საერთაშორისო ანგარიშსწორება. ანგარიშსწორების ფორმები;
  23. მსმენელთა კითხვა– პასუხი; პრაქტიკული სამუშაოები;
  24. ტესტირება;

მოლარე ოპერატორის პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულმა  უნდა შესძლოს  ორგანიზაციის სალაროში, ან შესაბამის გარემოში გარკვეული დამოუკიდებლობით შეასრულოს წინასწარ განსაზღვრული დავალებები, ძირითადი მეთოდების, ინსტრუმენტებისა და  მასალების გამოყენებით;  პრობლემის გადასაჭრელად გამოიყენოს მიწოდებული ინფორმაცია და გამოავლინოს შესაბამისი სამუშაოს შესასრულებლად აუცილებელი დასკვნის გარკვეული დამოუკიდებლობით გაკეთების უნარი;    პროფესიასთან დაკავშირებულ მარტივ საკითხებზე დეტალური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია. გამოიყენეოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები პროფესიული საქმიანობისათვის.

პროგრამის მიზანია მოამზადოს კვალიფიციური მოლარე სახელმწიფო და კერძო დაწესებულე ბისთვის, ბანკებისათვის, სხვადასხვა საფინანსო და კომერციული ორგანიზაციებისათვის, განუვითაროს სტუდენტს მოლარის პროფესი ული უნარჩვევები და შეასწავლოს სალაროს ფუნქციონირების ძირითადი პრინციპები და ამ საქმიანობის სამართლებრივი და ეთიკური ნორმები.

პროგრამა დაფუძნებულია ლექციებზე, დისკუსიებზე, ტესტებზე, სლაიდებსა და პრეზენტაციებზე. მსურველები უზრუნველყოფილნი იქნებიან საჭირო სასწავლო მასალებით.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელები მიიღებენ ორენოვან ტრეინინგის  გავლის დამადასტურებელ სერთიფიკატსსტაჟირების სერთიფიკატს მიკრო საფინანსო ორგანიზაციიდან  და სარეკომენდაციო წერილს.

კურსის კოორდინატორები არიან წამყვანი ბანკის წამყვანი სპეციალისტები, ფუნქციონირებს როგორც დღის ასევე საღამოს ჯგუფები.

ჩვენ არა ერთი წარმატებით კურს დამთავრებული  გვყავს დასაქმებული წლების მანძილზე.მსმენელს შესაძლებლობა აქვს გაიაროს როგორც ფასიანი ასევე უფასო პრაქტიკა.

მიღება მიმდინარეობს წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.

კურსზე რეგისტრაცია

(შეავსე ქვემოთ მოთხოვნილი ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით)

[wpforms id="3360" title="false"]

What You'll Learn